Global Press

Russia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.0463
EUR
3.4381
RUR
0.0433
GBP
3.8124

სენატში განსახილველად შეიტანეს კანონპროექტი, რომელიც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მიმართ ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

 

დოკუმენტი ორივე პარტიის წარმომადგენლებმა მოამზადეს. კერძოდ, მისი ავტორები არიან რესპუბლიკელები ტედ კრუზი, ტომ კორტონი, რონ ჯონსონი, ჯონ ბარასო და დემოკრატი ჯინ შაჰინი.

 

ახალი კანონპროექტის თანახმად, სანქციები ფართოვდება არა მხოლოდ იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები გაზასაგენის მშენებლობაში. არამედ იმ კომპანიების წინააღმდეგაც, რომლებიც მათ სადაზღვევო ან იურიდიულ დახმარებას, ასევე საპორტო მომსახურებას უწევენ.

 

იმისთვის რომ სანქციები ამოქმედდეს, კანონპროექტს მხარი კონგრესის ორივე პალატამ უნდა დაუჭიროს მხარი, რის შემდეგაც დოკუმენტს ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.

 

ამ დროისთვის გაზსადენის მშენებლობა იმ სანქციების გამოა შეჩერებული, რომელიც აშშ-მა 2019 წლის დეკემბერში დააწესა.

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ენერგეტიკულ სფეროში რუსეთის გავლენასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის გაყიდვა ევროპაში. ტრამპის თქმით, აშშ აპირებს სანქციების გამოყენებას „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მონაწილეების მიმართ. მან განმარტა, რომ ამ პროექტის ბლოკირების მცდელობით აშშ გერმანიას იცავს რუსეთისგან. მისივე თქმით, ბერლინი მოსკოვს მილიარდებს აძლევს.

 

„მაგრამ, ჩვენ უკეთესი რაღაც გვაქვს - თხევადი გაზის დიდი მარაგი. ვფიქრობ, ეს რეალური გამოსავალია“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს პოლონეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ შეიარაღებულმა საფრენმა აპარატებმა ორ ნავთობსაქაჩ სადგურზე იერიში მიიტანეს, წერს გამოცემა - Reuters-ი

 

ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნულმა ინციდენტმა ნავთობის მოპოვების პროცესს ხელი ვერ შეუშალა, თუმცა ნავთობსაქაჩ სადგურებს მცირე ზიანი მიადგა.

 

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრის, ჰალიდად ალ-ფალიჰას განცხადების თანახმად, 13 მაისს არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროსთან საუდის არაბეთის ორ ნავთობმზიდს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-მა გაავრცელა.

 

Reuters-ის ცნობით, ამ ორმა ფაქტმა ნავთობის მსოფლიო ფასზე გავლენა მოახდინა. ბრენტის ტიპის ნავთობი 1,38%-ით $71,2 -მდე გაძვირდა.

 

 

აშშ „სამი ზღვის ინიციატივაში“ შემავალ ევროპულ სახელმწიფოში ენერგეტიკის განვითარებაზე მილიარდ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა.

 

„ჩვენი მიზანია გავაცოცხლოთ კერძო სექტორების ინვესტიციები ამ სახელმწიფოების ენერგეტიკაში“, - განაცხადა პომპეომ და დასძინა, რომ ამგვარად ევროპის დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე შემცირდება.

 

„სამი ზღვის ინიციატივა“ ევროკავშირის 12 სახელმწიფოს აერთიანებს: ავსტრიას, ბულგარეთს, უნგრეთს, ლატვიას, ლიტვას, პოლონეთს, რუმინეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, ხორვატიას, ჩეხეთს და ესტონეთს.

ენერგოომბუდსმენი GWP-ის რეკომენდაციით მიმართავს, მგალობლიშვილის ქუჩაზე დაზიანების გამოსწორებამდე, წყალმომარაგების აღდგენამდე მომხმარებლები უზრუნველყოს ალტერნატიული წყაროებით.

 

როგორც ენერგოომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ენერგოომბუდსმენის აპარატში უკვე არაერთი ზარი დაფიქსირდა იმასთან დაკავშირებით, რომ წყალმომარაგების შეწყვეტის გამო მოქალაქეებს საკუთარი ხარჯით უწევთ წყლის შეძენა.

 

„ენერგოომბუდსმენის აპარატში უკვე არაერთი ზარი დაფიქსირდა კერძო ბიზნესის (კონკრეტულად: სილამაზის სალონები, სამრეცხაოები, კვების ობიექტები) და მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც აღნიშნავენ, რომ წყლის ავარიული შეწყვეტის გამო, ვერ აიღეს მინიმალური რესუსრსი. შესაბამისად, უწევთ დამატებითი ხარჯების გაღება წყლის შესაძენად, ხოლო მოქალაქეები უბნის მაღაზიებში სასმელ წყალს ვეღარ შოულობენ. ყოველივე ეს უარყოფითად აისახება მომხმარებელთა უფლებებზე.

 

ენერგოომბუდსმენი რეკომენდაციით მიმართავს კომპანიას, წყალმომარაგების აღდგენამდე მომხმარებლები უზრუნველყოს ალტერნატიული წყაროებით (წყალმზიდებით),“-აღნიშნულია განცხადებაში.

 

ცნობისთვის, დღეს მგალობლიშვილის ქუჩაზე მაგისტრალური წყალმდენის განმეორებით დაზიანების გამო, თბილისის ცენტრალური უბნების რამდენიმე ქუჩა კვლავ სასმელი წყლის გარეშე დარჩა. აღსანიშნავია, რომ ზუსტად ამ ადგილზე მაგისტრალური მილი 3 ივნისს დაზიანდა და შპს ,,ჯორნიან უოთერ ენდ ფაურმა" შეძლო მისი რეაბილიტაცია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მერვე სხდომაში მონაწილეობს. მინისტრის მოადგილემ საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და ევროკავშირის ენერგოსისტემებს შორის ინტეგრაციის შესაძლებლობებსა და ამ მხრივ, უკვე გადადგმულ და დაგეგმილ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება.

 

სამინისტროს ცნობით, ნათია თურნავამ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის მიმდინარე რეფორმაზე, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის არსებული ენერგეტიკული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზებასა და ადგილობრივი ენერგოსისტემის ევროპულ ენერგოსისტემასთან ინტეგრაციას.

 

ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიული მდებარეობას ევროპასა და აზიას შორის, რაც, მისი შეფასებით, მნიშვნელოვან უპირატესობას იძლევა საქართველოს გავლით ე.წ. ენერგეტიკული „ხიდის“ განვითარებისთვის.

 

მინისტრის მოადგილემ დაასახელა კონკრეტული პროექტი, რომელიც საქართველოს დასავლეთ შავი ზღვისპირეთის ქვეყნებთან დააკავშირებს. საუბარია შავი ზღვის კაბელის პროექტზე, რომელიც საქართველოსა და რუმინეთის ენერგოსისტემებს დააკავშირებს. აღნიშნული პროექტი ქართულმა მხარემ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოში უკვე წარადგინა ე.წ. აღმოსავლეთ პარტნიორობის პრიორიტეტული პროექტის სტატუსის მოსაპოვებლად.

 

ნათია თურნავამ, ასევე დაასახელა სხვა ტრანზიტული პროექტები, რომლებშიც საქართველო, როგორც სანდო პარტნიორი და საერთაშორისო ინვესტიციების ხელშემწყობი ქვეყანა დასახელდა. ტრანზიტულ პროექტებს შორისაა სამხრეთ გაზის დერეფანი, რომლის შემდგომი განვითარების ეტაპით, უზრუნველყოფილი იქნება ბუნებრივი გაზის ცენტრალური აზიიდან ევროპის ბაზრისთვის მიწოდება.

 

„საქართველოს მთავრობა აქტიურად უწყობს ხელს მსგავსი პროექტების განვითარებას, რომლის მიზანიც ქვეყნის სატრანზიტო როლის გაძლიერებაა“, - განაცხადა თურნავამ.

აშშ-ი მზად არის ბელარუსი ნავთობით მოამარაგოს, - ამის შესახებ მინსკში ვიზიტით ყოფნისას შეერთებული შტატების მდივანმა მაიკ პომპეომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვლადიმერ მაკეისთან შეხვედრის დროს განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

 

„შეერთებულ შტატებს ბელარუსის სუვერენული სახელმწიფოს აშენებაში დახმარება სურს. ენერგიის ჩვენი მწარმოებლები მზად არიან 100%-ით მოგამარაგოთ საჭირო ნავთობით კონკურენტულ ფასად. თქვენი ქვეყნის აყვავება და უსაფრთხოება მხოლოდ ერთ პარტნიორზე არ უნდა იყოს დამოკიდებული“, - განაცხადა პომპეომ.

 

მისივე თქმით, უახლოეს დროში ვაშინგტონი ბელარუსში ახალ ელჩს დანიშნავს.

 

მანამდე კი სახელმწიფო მდივანი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა, რომელმაც ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„ძალიან კარგია, რომ ბელარუსის და აშშ-ის ურთიერთობაში არსებული სხვადასხვა უსაფუძვლო გაუგებრობის მიუხედავად, მინსკში ჩამოსვლა და ჩევნი ქვეყნის დათვალიერება გადაწყვიტეთ“, - თქვა ლუკაშენკომ. მან ასევე ბელარუსში დიქტატურის შესახებ იხუმრა: „ჩვენი დიქტატურა განსხვავებულა, შაბათ-კვირას ყველა ისვენებს, პრეზიდენტი კი მუშაობს“.

 

მაიკ პომპეო ბელარუსში 1-ელ თებერვალს ჩავიდა და ქვეყანას დღის ბოლომდე დატოვებს.

ხანდახან ისეც ხდება რომ წინააღმდეგობას პოლიტიკური სარჩული აქვს და ეს არამარტო საქართველოშია ასე, - ამის შესახებ თურქეთის ელჩმა საქართველოში ფატმა სერენ იაზგანმა გადაცემა „Forbes კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

მისი თქმით, არ არსებობს ოქროს წესი, რომელიც ყველგან ერთანირად მოქმედებს.

 

„არსებობს სოფლები, რომლის მცხოვრებლებსაც არ სურთ არანაირი სარგებლის მიღება და არ ყიდიან, ასე რომ ვთქვათ, არანაირ ფასად იმ ბუნებას, რომელიც მათ წინაპრებისგან ერგოთ. ვერც ერთი პროექტი ვერ იქნება წარმატებული და განხორციელებადი, ხალხის ჩართულობის გარეშე. სწორედ ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი სწორი დაგეგმვა და მოლაპარაკებების სწორად წარმართვა. ხანდახან ისეც ხდება რომ წინააღმდეგობას პოლიტიკური სარჩული აქვს და ეს არამარტო საქართველოშია ასე. ძალიან მნიშვნელოვანია განისაზღვროს თუ რა რაოდენობის ელექტროენერგიას საჭიროებს ქვეყანა, შემდეგ კი მოხდეს მისი დისტრიბუცია, მას ჯიბეში ხომ ვერ ჩაიდებ. ასევე აუცილებელია მოხდეს ელექტროენერგიის სწორი განაწილება და რაც მთავარია, არსებობდეს მიკროჰესები, რომლებიც ლოკალურად თუნდაც ისეთ ლოკაციებს მოამარაგებს, როგორიცაა ხევსურეთი“,- აცხადებს ელჩი.

„გაზპრომთან“ მოლაპარაკებები საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და კონტრაქტში უკეთესი პირობების შეთანხმებით დასრულდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, მოლაპარაკების დროს ეკონომიკის სამინისტრო, სწორედ ამ ორ ძირითადი პრინციპს ეყრდნობდა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალი, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

 

„გაზპრომთან მოლაპარაკებები ფაქტობრივად არის დასრულებული. ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა მოლაპარაკებების დროს პრინციპები - ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა და რომ ჩვენი პოზიციები გაუმჯობესებულიყო ამ კონტრაქტში. მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ ეკონომიკის სამინისტრო გააკეთებს განცხადებას ამ საკითხზე. ბუნებრივია მოლაპარაკებები ამ ორივე პრინციპის სრული დაცვით დასრულდა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, ხელი შევუწყოთ ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობას. დღეს ჩვენს ენერგეტიკულ სისტემას შეემატება კიდევ ერთი მასშტაბური ობიექტი, ესაა „გარდაბანი 2“, კომბინირებული ციკლის 230 მეგავატიანი თბოსადგური, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“-ის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.

 

თურნავა აცხადებს, რომ თბოსადგური ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტია, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას მოსახლეობის, ბიზნესის უწყვეტი ენერგომომარაგებით.

 

„ეს არის ახალი ტექნოლოგიით შესრულებული თბოსადგური და არის ორჯერ უფრო ეფექტური ვიდრე ძველი, ე.წ. ღია ციკლის თბოსადგურები. იცით, რომ ენერგეტიკა არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი. გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც დღის წესრიგში აყენებს ენერგეტიკული რეფორმის და ამ დარგის ძირეული გარდაქმნის აუცილებლობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თაოსნობით და დავალებით, ჩვენ ეს რეფორმა 2019 წელს დავიწყეთ. შევიმუშავეთ და დავამტკიცეთ ახალი, ევროპული ტიპის კანონმდებლობა. შევქმენით ღია, კონკურენტული ენერგეტიკული ბაზარი, დავაფუძნეთ ენერგეტიკული ბირჟა“, - აღნიშნა თურნავამ.

 

მინისტრის თქმით, პრიორიტეტად რჩება განახლებადი ენერგიის ათვისება და 2020 წელი ამ მხრივ გამორჩეულია.

 

მან ასევე ხაზი გაუსვა ახალი თბოსადგურების მშენებლობის მნიშვნელობას, რაც თურნავას თქმით, სისტემის მდგრადობას უზრუნველყოფს.

 

„ესაა ჩვენი რეზერვი, რაც სისტემის მდგრადობას უზრუნველყოფს. მაგალითისთვის, მხოლოდ ამ თბოსადგურს, შეუძლია თბილისის საშუალო თვიური მოხმარების 70%-ის დაფარვა“,-განაცხადა თურნავამ.

 

ცნობისთვის, გარდაბანში, უკვე არსებული თბოელექტროსადგურების კომპლექსის ტერიტორიაზე განლაგებული 230 მგვტ დადგმული სიმძლავრის მქონე თბოელექტროსადგურის მშენებლობაში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 185 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

 

თბოსადგურის მშენებლობა 2018 წლის თებერვალში დაიწყო.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში 80.840 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (11.216 მლნ კვტ.სთ) დაახლოებით, 7.2–ჯერ მეტია, ანუ ზრდამ თითქმის 620% შეადგინა.

 

საერთო ჯამში, 2019 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველომ 613.9 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შეიძინა, გასულ წელს კი – 541.998 მლნ კვტ.სთ.

 

იმპორტისგან განსხვავებით, საექსპორტო ელექტროენერგია საქართველოში გენერაციის ობიექტებმა თითქმის ვერ გამოიმუშავეს. თუ გასული წლის აპრილში, თითქმის 62 მლნ კვტ.სთ გავიდა ექსპორტზე, 2019 წლის აპრილში ეს მაჩვენებელი 38 ათას კვტ.სთ-ზე ჩამოვიდა.

საქართველოში ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ახალი ჰიდროელექტროსადგურები, მაგრამ აუცილებლად, ყოველთვის უნდა იყოს გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები. რა თქმა უნდა, ზოგადად, ფართო საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამით ჩვენ გამოუსწორებელ ზიანს არ ვაყენებთ ბუნებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, როგორია მისი ხედვა იმაზე, რომ მაჭახელაში ჰესის მშენებლობის შეჩერების თაობაზე პრემიერისადმი მიმართვას გეგმავენ და ამასთან, რა პოლიტიკა ექნება ხელისუფლებას ჰესებთან დაკავშირებით.

 

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაზე კომენტარის გაკეთება გაუჭირდება, თუმცა ზოგადად მიდგომა არის იმგვარი, რომ საქართველოს აუცილებლად სჭირდება ახალი ჰიდროელექტროსადგურები.

 

„მე, ზოგადად, საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით არაერთხელ დამიფიქსირებია პოზიცია და კიდევ ერთელ დავაფიქსირებ. ნებისმიერი ეკონომიკისთვის განსაკუთრებით კრიტიკული არის ორი დარგი: ტრანსპორტი და ენერგეტიკა. ენერგეტიკაში გვჭირდება ახალი დადგმული სიმძლავრეები, ეს არის კონკრეტული მოცემულობა. ბუნებრივია, საქართველომ აქცენტი უნდა გააკეთოს განახლებად ენერგიაზე და ამ შემთხვევაში, იმ ჰიდრორესურსზე, რომელიც გვაქვს ქვეყანაში და ეს არის ჩვენი ძალიან დიდი უპირატესობა. მეორე მხრივ, ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ ობიექტებზე, რომელმაც შეიძლება გარკვეული შედეგი იქონიოს ადგილობრივ ბუნებაზე და ეკოსისტემაზე, ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ადგილობრივი მოსახლეობის პოზიცია და ინტერესები“, - განაცხადა ბახტაძემ.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » Июль 2019
Пн вт ср чт пт сб вс
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31

ამინდი

Tbilisi

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?