Global Press

Russia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.1761
EUR
3.5366
RUR
0.045
GBP
3.9161

ესპანეთში, იბიცაზე ე.წ. აზიური ვეფხვის კოღოები (Aedes albopictus) გამოჩდნენ, რომლებიც ტროპიკული ციებ-ცხელების გადამტანები არიან. ამის შესახებ გამოცემა The Daily Mirror იტყობინება.

 

გავრცელებული ინფორმაციით, კოღოებს ისეთი საშიში ვირუსული ინფექციების გადატანა შეუძლიათ, როგორიცაა ზიკა, დენგე, დასავლეთ ნილოსის ციებ-ცხელება, ჩიკუნგუნია, მალარია და ყვითელი ციებ-ცხელება. ვარაუდობენ, რომ კოღოების გავრცელების მიზეზი მოუვლელი აუზები გახდა.

 

კორონავირუსის პანდემიის გამო იზოლირებული ადგილობრივი მოსახლეობა აუზების ქლორით დამუშავებას ვეღარ ახერხებს. Aedes Albopictus-ის სახეობის კოღოები იმითაც არიან საშიშნი, რომ მათი ნაკბენი ტანსაცმელშიც აღწევს.

მიმდინარე წლის 14 აპრილის მონაცემებით, საქართველოში აივ-ინფიცირების 167 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

როგორც ,,გლობალპრესს" ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრიდან აცნობეს, შარშან, აღნიშნულ პერიოდიში 148 შემთხვევა გამოვლინდა.

 

2020 წლის 14 აპრილის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში სულ რეგისტრირებულია 8269 აივ ინფიცირებული პირი, 6168 – მამაკაცია, 2091 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4271პაციენტს განუვითარდა, 1674 გარდაიცვალა.

 

„31 მარტის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 5202 (4625 + 577 აფხაზეთი) პაციენტი, მათშორის 46 (38 + 8 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.

 

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 37.4 % (3091) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 48.5 % (3999) - დაინფიცირდა ჰეტერო სექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.9 % (985) - მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3 % (109) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (40) - სისხლის რეციპიენტია; 0.5 % (45) - გადაცემის გზა დაუდგენელია;

 

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3059 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა, 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1145; შემდეგ იმერეთში 997; აჭარაში 942; აფხაზეთში (525); კახეთში (405) ქვემოქართლში (473); შიდაქართლში (304); გურიაში (174); სამცხე-ჯავახეთში (112) და ა.შ.

 

სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 70 - ვაჟი, 46 - გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან“, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, შიდსის ცენტრი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. მოქალაქეებს საჭირო ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 239-80-18.

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მას შემდეგ რაც ბოლო ინფიცირებულის გამოჯანმრთელებიდან 52 დღე გავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

 

„დღეს ჩავატარეთ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსის საკითხზე შექმნილი საგანგებო კომიტეტის სხდომა. 52 დღის განმავლობაში ახალი შემთხვევები არ ყოფილა, მაგრამ ახლა დაკვირვებისა და რეაგირების ჯგუფმა ახალი შემთხვევა დააფიქსირა. ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით და შემთხვევების რიცხვის ზრდას ველოდებით“, - განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა.

 

მისივე თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 13 აპრილს ვერ გამოაცხადებს ებოლას ვირუსის სრული დამარცხების შესახებ, როგორც ეს მანამდე იყო დაგეგმილი.

 

ებოლას ვირუსი საშიში დაავადებაა, რომელიც შიდა სისხლდენას იწვევს და ხშირად ადამიანის გარდაცვალებით სრულდება. ვირუსი დაავადებულ ადამიანთან კონტაქტით ვრცელდება და ადრეულ სტადიაზე გრიპის მსგავსი სიმპტომები აქვს.

 

ებოლას ვირუსი ზაირში 1976 წელს აღმოაჩინეს. ეპიდემიამ პიკს 2014-2016 წლებში მიაღწია. მაშინ ებოლათი 28,6 ათასი ადამიანი დავირუსდა, აქედან 11,3 ათასი ადამიანი გარდაიცვალა

იაპონელი მეცნიერები მომავალ პანდემიებთან ბრძოლას ნანორობოტების დახმარებით აპირებენ. ამის შესახებ Deutshce Welle წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, იაპონიის ნანომედიცინის ინოვაციური ცენტრის სპეციალისტებმა მიკრორობოტი შექმნეს, რომელსაც ორგანიზმში შესვლა და სიმსივნური უჯრედების განიტრალება შეუძლია. როგორც „სფეროს“ მედიკოსები განმარტავენ, ელექტრონულად დამუხტული ნაწილაკების ორგანიზში შეშვების ტექნოლოგია მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში უკვე კლინიკურ ტესტირებას გადის.

 

მეცნიერები ამ იდეაზე 9 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. მათი პროექტის მოქმედების სქემა ასეთია: სფერისებრი ფორმის რობოტი უჯრედებში აღწევს და ერთგვარი კლინიკის როლს ასრულებს - ისინი ორგანიზმში ანომალიებს აფიქსირებენ, დიაგნოზს სვამენ და მკურნალობას იწყებენ.

 

სპეციალისტების აზრით, სწორედ ამ გზით უნდა ებრძოლოს კაცობრიობა მომავალ პანდემიებს. ნანორომობოტები ინფექციას ადრეულ ეტაპზე გაანადგურებენ და იმუნური სისტემის უჯრედებს ვირუსის უჯრედების დამარცხებას „ასწავლიან“.

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბენიში ებოლას ვირუსს 11 თვის ჩვილი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

10 აპრილს ბენის მახლობლად ებოლას ვირუსს 26 წლის კაცი ემსხვერპლა, მანამდე კი 52 დღის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

 

13 აპრილს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეპიდემიის დასრულების შესახებ უნდა გამოეცხადებინათ. ებოლას ეპიდემია კონგოში 2018 წლის ივლისში დაიწყო. 3453 ინფიცირებულიდან 2264 გარდაიცვალა, ლეტალობის მაჩვენებელმა კი 66% შეადგინა.

ევროკავშირი

არქივი

« « » » Май 2019
Пн вт ср чт пт сб вс
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31

ამინდი

თბილისი