საკრუიზო გემზე, რომელიც იოკოჰამას პორტში კარანტინში იმყოფება, ახალი კორონავირუსი კიდევ 10 ადამიანს აღმოაჩნდა, საერთო ჯამში კი „ბრილიანტის პრინცესაზე“ ჯერჯერობით ვირუსის 20 შემთხვევაა დადასტურებული.

 

გემის ბოორტზე მყოფი 3700 ადამიანიდან ტესტი საეჭვო სიმპტომების მქონე 300-მდე ადამიანს მას შემდეგ ჩაუტარდა, კორონავირუსი ვირუსი გემზე მყოფ 80 წლის ჰონგ-კონგელ მამაკაცს აღმოაჩნდა.

 

დაინფიცირებული მგზავრები საავადმყოფოებში გადაიყვანეს, დანარჩენები კი გემზე ორ კვირიან კარანტინს გაივლიან.

 

მედიის ინფორმაციით, დაინფიცირებულთა შორის არიან მგზავრები იაპონიიდან, აშშ-დან, კანადიდან, ტაივანიდან, ახალი ზელანდიიდან, ფილიპინებიდან, ავსტრალიასა და ჰონგ-კონგიდან.

 

შეგახსენებთ, რომ „ბრილიანტის პრინცესა“ ერეთადერთი საკრუიზო გემი არ არის, რომელიც ამ დროისთვის აზიის წყლებში კარანტინში იმყოფება. ჰონგ-კონგში გაჩერებულია გემი, რომლის ბორტზეც 1800 ადამიანი იმყოფება. გემზე სამედიცინო პერსონალი გამოკვლევებს ატარებს და მისი დატოვების უფლება ჯერჯერობით არავის აქვს.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.