სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსი პიკს თებერვლის მეორე ნახევრიდან მიაღწევს. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ამ დასკვნამდე ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული დაავადებების კვლევების სკოლის მეცნიერები მივიდნენ.

 

გამოცემის ინფორმაციით, დაავადების კულმინაციის ზუსტი დროის დაფიქსირება ძნელია, რადგან ვირუსთან დაკავშირებული ვითარება საკმაოდ განუსაზღვრელია. კვლევაში აღნიშნულია, რომ ახალი კორონავირუსით დაავადებულია, სავარაუდოდ, უხანის ყოველი მეოცე მცხოვრები.

 

„შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ პიკის დროს, უხანში, მოსახლეობის კიდევ 5 % დაინფიცირდება, რაც, დაახლოებით, 500 ათასი ადამიანია“ , - განაცხადეს სპეციალისტებმა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.