ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდგინდა, 31 წლის ახალგაზრდა ქალბატონია.

 

როგორც ცერცვაძე აცხადებს, კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მასზე დაკვირვება მიმდინარეობს.

 

“ინფიცირებულია 31 წლის ქალი, რომელიც ქართველ ახალგაზრდებთან ერთად იმყოფებოდა იტალიაში, იმ ქალაქებში, სადაც ეპიდემიის მაღალი რისკი არაა. როგორც ჩანს, მას აღმოაჩნდა ახალი ვირუსი. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის კარგია. არანაირი ჩივილი და ტემპერატურის მატება არ აქვს. მაგრამ ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ ის დაავადებულია ამ ვირუსით”,-აცხადებს ცერცვაძე.

 

ცერცვაძის თქმით, “მიუხედავად იმისა, არსებობს წარმოდგენა, რომ კორონავირუსი აუცილებლად სასიკვდილო ინფექციაა, სიმართლეს არ შეესაბაება”.

 

მიისვე თქმით, კორონავირუსი გართულებებს 20% შემთხვევში იწვევს, დანარჩენი შემთხვევები სტაბილურად მიმდინარეობს.

 

საქართველოში ახალი კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.ინფიცირებული ადამიანი საქართველოში იტალიიდან ჩამოვიდა.

 

პირველი შემთხვევა, 26 თებერვალს დაფიქსირდა. ახალი კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის გავლით, ირანიდან შემოვიდა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.