დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ 9 პაციენტს შორის მცირეწლოვნები არ არიან. მისი თქმით, გამოჯანმრთელებულად ითვლება ადამიანი, თუ ორჯერ ზედიზედ, 24 სთ-ში მას კორონავირუსზე უარყოფითი რეაქცია ექნება.

 

„მსუბუქი შემთხვევების დროს, დაახლოებით ორი კვირიდან 20 დღემდე საჭიროა სტაციონარული იზოლირება, დაკვირვება და მკურნალობა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტით, გამოჯანმრთელებულად ითვლება ადამიანი, თუ ორჯერ ზედიზედ 24 სთ-ში მას კორონავირუსზე უარყოფითი რეაქცია ექნება“,-განმარტა გამყრელიძემ.

 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 9 ადამიანი.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.