ბრაზილიაში კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

არსებული ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტი სან-პაულუს შტატში დაფიქსირდა. გარდაცვლილი 62 წლის კაცია, რომელიც ჰოსპიტალიზებული იყო და კორონავირუსით ინფიცირების გარდა სხვა ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა.

 

ოფიციალური მონაცემებით, ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 234 შემთხვევა დადასტურდა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.