კორონავირუსის პანდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, „ევროპაბეთი“ ითვალისწინებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციას და დროებით აჩერებს ოფლაინ კაზინოების ფუნქციონირებას. კომპანიის გადაწყვეტილებით, ეს გავლენას არ მოახდენს თანამშრომელთა შრომით ანაზღაურებაზე.

 

„ევროპაბეთი“ პირველი მსხვილი კომპანიაა, რომელმაც თანამშრომელთა უსაფრთხოების მიზნით დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის მზაობა გამოთქვა. ორშაბათიდან მათი 80 პროცენტი სახლიდან მუშაობს. ოფლაინ კაზინოების დახურვაც საპრევენციო სტრატეგიის გაგრძელებაა. ამ ნაბიჯით "ევროპაბეთი" იზიარებს სახელმწიფოს რეკომენდაციას, რომელიც დახურულ სივრცეებში მოქალაქეთა ინტენსიური კონცენტრაციის თავიდან არიდებას ითვალისწინებს!, - ნათქვამია „ევროპაბეთის“ განცხადებაში.

 

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა. ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა კორონავირუსით პირველი ინფიცირებული, რომელიც უკვე სრულად განიკურნა. ის ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.