რესპუბლიკელ კონგრესმენებს მარიო დიაზ ბალარტერს და ბენ მაკადამსს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ კონგრესმენები სოციალურ ქსელში ,,ტვიტერზე" წერენ.

 

მარიო დიაზ ბალატერის თქმით, მნიშვნელოვანია ყველამ დაიცვას CDC-ის გაიდლაინები, რათა თავი აარიდოს ავადმყოფობას.

 

"მნიშვნელოვანია, რომ ყველამ სერიოზულად მიიღოს და დაიცვას CDC-ის გაიდლაინები, რათა თავი აარიდოს ავადმყოფობას და შეამციროს ვირუსის გავრცელება,” - წერს კონგრესმენი "ტვიტერზე"

 

. ცნობისთვის, აშშ-ში ახალი კორონავირუსი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 8000-ს აჭარბებს.

 

CNN-ის ინფორმაციით დაღუპულია 145 ადამიანი.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.