სერიალ „მეგობრების“ ახალ ეპიზოდზე მუშაობა კორონავირუსის გამო გადაიდო. ამის შესახებ Variety წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, პროექტის გადაღება მომავალ კვირას უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ახლა პროცესი მაისამდე არ დაიწყება. ეპიზოდი სტრიმინგის სერვის HBO Max-ზე მიმდინარე წლის მაისში უნდა გამოსულიყო. უცნობია შეიცვლება თუ არა პრემიერის თარიღი.

 

გასული წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ სერიალ „მეგობრების“ მსახიობები ახალ პროექტზე მუშაობენ. „მეგობრები“ 1994-2004 წლებში გადიოდა და ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო კომედიურ სერიალად ითვლება.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.