„ლივერპულის“ ფეხბურთელმა მუჰამედ სალაჰმა ეგვიპტეს კორონავირუსთან საბრძოლველად 1,17 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოუყო. ამის შესახებ ეგვიპტის სპორტის ყოფილმა მინისტრმა ჰალედ აბდულაზიზმა Twitter-ზე დაწერა.

 

„მუჰამედმა 20 მილიონი ეგვიპტური გირვანქა (1,17 მილიონი გირვანქა სტერლინგი) გამოგვიყო. ეს არის ღირსეული საქციელი ეგვიპტელისა, რომელიც ჩვენი ქვეყნის სპორტის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა“, - წერს ყოფილი მინისტრი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.