კორონავირუსით ინფიცირებულ 12 ადამიანს პნევმონია აქვს. ამის შესახებ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ექიმები 39 ინფიცირებულს მკურნალობენ

 

„39 ადამიანიდან პნევმონია აქვს დღევანდელი დილის მონაცემებით, 12-ს. და უფრო მეტად საყურადღებოა სამი ადამიანი, მათ სორის ორი ხანდაზმული. მათზე მიმდინარეობს ინტენსიური კვლევები. გამომდინარე იქიდან, რომ აუცილებელია ყველა ამ პაციენტის კონტაქტის ჩაღრმავებული კვლევა, დღემდე ჩატარებულია 238 კონტაქტის ჩაღრმავებული კვლევა და განხორციელებულია მათზე დაახლოებით 10 ათასი სატელეფონო ზარი, რათა მოხდეს მეტი სავარაუდო კონტაქტის მოძიება და პრევენციული ღონისძიებების გატარება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

მან კარანტინში მყოფებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნაწილს თვითიზოლაციის რეჟიმის ვადა გაუვიდა.

 

„კარანტინში დღეისთვის 1344 ადამიანი და თვითიზოლაცი1446 და დღეს 197 უკვე გავიდა თვითიზოლაციიდან. ანუ მათ გაიუვიდათ ის 2-კვირიანი ვადა. ეს ნიშნავს, რომ ისინი ჯანმეთელები არიან და დაუბრუნდნენ ყოველდღიურ ცხოვრებას“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

 

საქართველოში კორონავირუსი 40 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.