ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 4152 ადამიანამდე გაიზარდა. ამის შესახებ ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ განაცხადა.

 

„სულ შტატის ტერიტორიაზე კორონავირუსით ინფიცირების 4152 შემთხვევა გამოვლინდა. რაც უფრო მეტ ტესტს ვატარებთ, მით უფრო მეტ ინფიცირებულებს ვავლენთ“, - განაცხადა გუბერნატორმა.

 

მისივე თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა იმ ფაქტს უკავშირდება, რომ უფრო მეტი ტესტი ტარდება. „ათასობით დაინფიცირებული ადამიანია, რომლებსაც ტესტები არ ჩაუბარებიათ. ისინი უკვე ინფიცირებულნი იყვნენ, ვიდრე ჩვენ ანალიზების აღებას დავიწყებდით“, - დასძინა მან.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.