იმდენი ტესტი შემოგვთავაზეს უკვე, რომ სათვალავი აგვერია. ძირითადად გვთავაზობენ ე.წ. ანტისხეულების განმსაზრღვრელ ტესტს ანუ ორგანიზმის პასუხს რომ იჭერს ამ ვირუსის არსებობაზე- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ იმედის გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხდა.

 

პაატა იმნაძის განმარტებით, ეს დადებითი ხდება დაავადების დაწყებიდან 7-8 დღე.

 

„ამ ტესტების უმრავლესობა გასინჯულია ზოგი 30 ნიმუშზე, ზოგი ასზე. ათი ათასზე თუა გასინჯულია, ასეთ შესაძლებლობა მარტო ჩინეთს და სამხრეთ კორეას აქვს და ცოტა ხანში გაუჩნდებათ უკვე ევროპულ ქვეყნებს. რომ შემოვიტანოთ ისეთი ტესტები, რომელიც არ იმუშავებს, არ გვინდა“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

საქართველოში კორონავირუსი 40 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.