უკრაინაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. Covid 19-მა ივანო-ფრანკოვსკის ოლქში 56 წლის ქალი იმსხვერპლა, ამის შესახებ ინფორმაციას ua.korrespondent.net-ი ავრცელებს.

 

ადგილობრივი ადმინისტრაციის ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში 16 მარტს გადაიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. დღეისთვის უკრაინაში კორონავირუსის 21 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსმა ქვეყანაში 3 ადამიანი იმსხვერპლა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.