საფრანგეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში Covid 19-მა ქვეყანაში 108 ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ business-standard.com-ი წერს.

 

საფრანგეთში გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 372-ს მიაღწია. გამოვლენილია ინფიცირების 1861 ახალი შემთხვევა. ჯამში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში 11 ათასს აღწევს. გამოჯანმრთელდა მხოლოდ 602 პაციენტი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.