„ყოჩაღ საქართველო სწორი გადაწყვეტილებებისთვის“, - ამ სიტყვებით კარნეგის ფონდის ანალიტიკოსი თომას დე ვაალი კორონავირუსთან საქართველოს ბრძოლის სტრატეგიას აფასებს და კომენტარს ურთავს ამავე თემაზე ევრაზიანეტის მომზადებულ სტატიას.

 

Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში კავკასიის საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსი თავის სიტყვებს ასე ხსნის:

 

„შეიძლება, ამის მიზეზია ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალების დიდებული კოჰორტა და სიმტკიცე გაჭირვების დროს - ჩვევები, რომლებიც დასავლელბლა თითქმის დაივიწყეს“, - წერს თომას დე ვაალი Eurazianet-ის სტატიის ბმულზე, რომელიც ამ გამოცემის მიმომხილველმა ჯოშუა კუცერამ გაზიარა.

 

ის აღნიშნავს, რომ საქართველოს იშვიათ ტაშს უკრავენ კორონავირუსზე რეაგირებისთვის. ორივე პოსტი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდეა გავრცელებული.

 

საინფორმაციო ვებგვერდი Eurasianet საქართველოს კორონავირუსზე რეაგირებისთვის აქებს. სტატიაში სახელწოდებით „საქართველოს იშვიათ ტაშს უკრავენ კორონავირუსზე რეაგირებისთვის“ ნათქვამია, რომ ქვეყნის მთავრობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა პროფესიონალი ექიმების რეკომენდაციები გაითვალისწინა და ამით ხალხის ნდობა მოიპოვა.

 

საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ ამ ბმულზე.

 

საქართველოში კორონავირუსი 48 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.იას აფასებს და კომენტარს ურთავს ამავე თემაზე ევრაზიანეტის მომზადებულ სტატიას.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.