Global Press

Russia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.174
EUR
3.4295
RUR
0.0415
GBP
3.9037

ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვეტილება მიიღეს 30 დღის განმავლობაში აკრძალონ ევროკავშირში უცხოელების შესვლა. ამის შესახებს cnbc-წერს.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება პირველად გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გამოაცხადა ევროკავშირის სახელმწიფოების ხელმძღვანელებთან გამართული ვიდეო კონფერენციის შემდეგ.

 

მოგვიანებით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ჩარლზ მიშელმა განაცხადა, რომ ეს არის ზომა, რათა ვირუსის გავრცელება გლობალურად შეიზღუდოს.

 

"ყველა წევრმა ქვეყანამ მიიღო ძალიან ძლიერი ზომები, რათა შემცირდეს მოძრაობა, შეამციროს მოგზაურობა, - განაცხადა ჩარლზ მიშელმა

 

თუმცა, ადამიანთა გადაადგილება ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის შიგნით, შეზღუდვებით მაინც დაიშვება.

"ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტი დონალდ ტუსკი "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

 

„შეშფოთებული ვარ უგულავას განაჩენითა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიზანში ამოღების გამო. სასამართლო სისტემა პოლიტიკური ოპონენტებთან ბრძოლისთვის არ უნდა იყოს გამოყენებული. მმართველმა ელიტამ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი კონკურენცია. კანონის უზენაესობა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების აუცილებელი პირობაა“,- წერს ტუსკი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

 

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს თბილისის ყოფილ მერს, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეზე სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა განუსაზღვრა.

საქართველოს ჩართულობა უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლაში კვლავ ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ოლივერ ვარჰეი აცხადებს.

 

ასევე, მისივე განმარტებით, საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის გასაძლიერებლად საჭიროა დამატებითი სტრუქტურული რეფორმები ისეთ სფეროებში, როგორიცაა, მაგალითად, საფინანსო ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო ბაზრებთან უკეთესი ინტეგრაცია და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება.

 

”გადამწყვეტია, რომ საქართველომ განაგრძოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში საკვანძო რეფორმების განხორციელება. საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის გასაძლიერებლად საჭიროა დამატებითი სტრუქტურული რეფორმები ისეთ სფეროებში, როგორიცაა, მაგალითად, საფინანსო ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო ბაზრებთან უკეთესი ინტეგრაცია და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება. საქართველოს ჩართულობა უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლაში კვლავ ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირი მზად არის დაეხმაროს საქართველოს ამ ძალისხმევაში", - აცხადებს ოლივერ ვარჰეი.

 

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა „საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ“ მე-4 ანგარიშში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია: „საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების ერთგული რჩება. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თვეების განმავლობაში საქართველომ გაანეიტრალოს მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია და გამოხატოს მიმდინარე რეფორმების გატარების მზაობა, განსაკუთრებით საარჩევნო და სასამართლო რეფორმების სფეროებში“.

 

ანგარიში მიეწოდება ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს, რომლის მორიგი ყოველწლიური სხდომა გაზაფხულზე გაიმართება.

მიუნხენში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელიც ეხება ევროკავშირის მიერ ასოცირების შეთანხმებების შესრულების მხარდაჭერის გაზრდას საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება ევროკავშირში ახალი, მრავალწლიანი (შვიდწლიანი) საფინანსო ჩარჩო შეთანხმების (ბიუჯეტის) დამტკიცების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების კონტექსტში გაკეთდა.

 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მრავალწლიანი საფინანსო ჩარჩოს გავრცელების პერიოდი (2021-2027) სამი ქვეყნის რეფორმების შეუქცევადობისა და ევროინტეგრაციის თვალსაზრისით გადამწყვეტ პედიოდს ემთხვევა. სწორედ ამიტომ სამ ასოცირებული ქვეყანას მიაჩნია, რომ ევროკავშირის ბიუჯეტში ასოცირების შეთანხმებების მხარდაჭერის სათანადოდ უნდა აისახოს.

 

„განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასოცირებული ქვეყნები ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, გულმოდგინედ იმუშავებენ ევროინტეგრაციის პროცესების გაძლიერების მიმართულებით. შესაბამისად, სამი ასოცირებული ქვეყანისთვის ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით გათვალისწინებული რთული ვალდებულებების ეფექტინი შესრულებისთვის მნიშვნელოვანი იქნება დამატებითი ფინანსური რესურსი.

 

სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირი მსოფლიოში სტაბილურობისა და განვითარების პროცესის მთავარ მოთამაშედ რჩება, რაც განსაკუთრებით ეხება აღმოსავლეთ სამეზობლოს ასოცირებულ ქვეყნებს - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას, რომელთათვისაც ევროკავშირი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უპირობო მხარდამჭერი და მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია.

 

ერთობლივ განცხადებაში ასოცირებული ქვეყნების მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი ერთგულება ასოცირების შეთანხმების შესაბამისად რეფორმების პროცესის განხორციელებისადმი.

 

აღსანიშნავია, რომ ეს არის ევროკავშირის ე.წ. ასოცირებული ტრიოს - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის - საგარეო საქმეთა მინისტრების მეორე ერთობლივი განცხადება. გასული წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ერთობლივი დოკუმენტით მინისტრებმა ევროკავშირს წარუდგინეს წინადადებები მათი ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომ პერსპექტივებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთობლივი რეზოლუცია ჩავარდა. საბოლოო ვერსიის მხარდასაჭერად ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერა იყო საჭირო.

 

ევროპული საქართველოს დეპუტატი, ოთო კახიძე ამბობს, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა და ბიძინა ივანიშვილისთვის კიდევ ერთი გაფრთხილება იქნება. დეპუტატის განმარტებით, ქართული ოცნების მიერ შემუშავებულ ტექსტს ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც მათ ცვლილებების პროექტი მოამზადეს.

 

"ჩვენი ცვლილებები ეხებოდა პოლიტიკურ დევნას, გიგი უგულავას ბოლოდროინდელ საქმეს, მედიის მფლობელების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს. მხედველობაში გვაქვს ავთანდილ წერეთელი, გიორგი რურუა, ნიკა გვარამია, ასევე, გუმბარიძის საქმეზე გამოძიება. იყო 20 ივნისის ამბები, რა თქმა უნდა, ძალის გამოყენება პოლიციის მხრიდან, სასამართლოში მიმდინარე მძიმე პროცესები და ყველა ეს ცვლილება ჩვენ გავიტანეთ. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ჩვენს ყველა ცვლილებას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ოცნებამ ჩააგდო ჩვენი ცვლილებების პროექტი და შემდგომ დააყენეს თავიანთი ცვლილებები და მათ მიერ დაყენებულ ყველა ცვლილებას უპასუხა უარით ევროპარლამენტარმა", - ამბობს ოთო კახიძე.

 

საპარლამენტო ასოცირების საბჭოს თანათავმჯდომარემ, მარინა კალიურანდმა იმედთან საუბრისას აღნიშნა, რომ ცვლილებების ნაწილი, რომელიც ევროპარლამენტისა და ქართული მხარის მიერ იყო წარმოდგენილი არ იყო კონსტრუქციული. მისი განმარტებით, ბევრი რამ მეორდებოდა და ეხებოდა შიდა პოლიტიკურ სიტუაციას.

 

"ძალიან დასანანია, რომ არ გვაქვს განცხადება, ვინაიდან რა შეხვედრებიც გამართულა ევროპარლამენტსა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ორგანოს შორის სრულდებოდა განცხადების მიღებით. ჩემთვის როგორც თანათავმჯდომარისთვის მნიშვნელოვანია დაბალანსებული დეკლარაცია, ის უნდა იყოს კრიტიკული, მაგრამ ასევე დაბალანსებული", - თქვა მარინა კალიურანდმა იმედთან საუბრისას.

 

ქართული ოცნების დეპუტატი, ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ ეს ძალიან ცუდი შედეგია.

 

"მინდა აღვნიშნო, რომ ის ძალისხმევა, რასაც ოპოზიცია ხარჯავს, ქვეყნის უარყოფით ნაწილზე და ქვეყნის გაშავებაზე, ის რომ ქვეყნის განვითარებისკენ მიმართოს, ბევრად უკეთესი იქნება. სამწუხაროდ, ის პროცესები, რასაც თვითონ აკეთებენ, სასირცხვილოა, ეს არის ძალინ ცუდი შედეგი",- აცხადებს დავით სონღულაშვილი.

საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების და წამოწყებების ერთგულია, - ამის შესახებ ევროკავშირის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ,,საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ“ მე-4 ანგარიშშია მოყვანილი.

 

ანგარიშის ძირითადი დასკვნები ასეთია:

 

„საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც ასოცირების საბჭოს 2019 წლის მარტში ჩატარებული ბოლო შეხვედრის შემდგომ პერიოდს ასახავს, ჩანს, რომ საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების და წამოწყებების ერთგულია. საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონთა კრებულთან (acquis) და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაზე მუშაობა, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა სფეროში, ეფექტიანად მიმდინარეობდა. ამასთანავე, კვლავ არსებობს გამოწვევები საარჩევნო რეფორმის, პოლიტიკური დიალოგისა და სასამართლო რეფორმის სფეროებში. შემდგომში, არსებითია, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, ხოლო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იყოს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია, პროცესი გამჭვირვალედ განხორციელდეს და კანდიდატთა წარდგენა ჭეშმარიტი დამსახურების შესაბამისად წარიმართოს. 2020 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების და რეფორმების მეოთხე ტალღის განხორციელება.

 

ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ამიტომ ქვეყანამ საკვები და არასაკვები პროდუქტებით ვაჭრობის ხელშესაწყობად კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებთან და ნორმებთან მეტ შესაბამისობაში მოიყვანა. დამატებითი სტრუქტურული რეფორმები საჭიროა იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა ნაკლებად მოწყვლადი იყოს საგარეო მოვლენებთან მიმართებაში და საინვესტიციო კლიმატი გაუმჯობესდეს. მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკის სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავება გრძელდება, ენერგორესურსებთან დაკავშირებული საქართველოს მიერ ევროკავშირის კანონთა კრებულის (acquis) შესრულება მთლიანობაში მხოლოდ 25%-ს შეადგენს. კლიმატთან დაკავშირებული გადაუდებელი ღონისძიებების აუცილებლობის გათვალისწინებით, ენერგოეფექტურობის შესახებ კანონების მიღება ძალზე მნიშვნელოვანი იქნება“, - ნათქვამია ანგარიშში.

ჩვენ დღეს ჩავაგდეთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის საპარლამენტო შეხვედრის დასკვნითი განცხადება. ეს არ არის სიგნალი ქართველი ხალხისთვის, ჩვენ კვლავ მხარს გიჭერთ თქვენ ევროპულ გზაზე,-ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა სოციალურ ქსელში წერს.

 

"ჩვენ დღეს ჩავაგდეთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის საპარლამენტო შეხვედრის დასკვნითი განცხადება. ეს არ არის სიგნალი ქართველი ხალხისთვის, ჩვენ კვლავ მხარს გიჭერთ თქვენ ევროპულ გზაზე. ეს სიგნალია საქართველოს მთავრობისთვის, რომ ჩვენ ვხედავთ დაპირისპირებებს და მათ სერიოზულად განვიხილავთ",-წერს გრეგოროვა "ტვიტერზე".

 

შეგახსენებთ, რომ დღეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ევროპარლამენტმა „ოცნების“ მომზადებული განცხადების პროექტი ჩააგდო. როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, „ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა და „ქართული ოცნების“ სრული კრახი“.

„ამ საკითხის მიმართ ვიქნებით დიდი ყურადღებით. როგორც იცით, მომხსენებელთა მისია მიემართება საქართველოში, რომლის შემადგენლობაშიც არიან მუდმივმოქმედი მომხსენებლები. ისინი მოამზადებენ ზოგადი სახის მოხსენებას საქართველოს შესახებ. ამდენად, ამ ეტაპზე, სხვა დეტალების შესახებ საუბარი არ შემიძლია. ყურადღებით გავეცნობით შეთავაზებას, განვიხილავთ მას ევროპარლამენტში და ქართველ კოლეგებთან ერთად”, - განაცხადა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ, მარია კალიურანდმა იმ შეთავაზების თაობაზე, რომელიც გიგი უგულავას დაკავების შემდეგ მმართველი გუნდის მხრიდან გაკეთდა.

 

მარია კალიურანდის ინფორმაციით, ფაქტების შემსწავლელი მისიის წევრები ბოლოს მალტაში იმყოფებოდნენ.

 

„სხვადასხვა სახის მისიები შეიძლება იყოს - ოფიციალური ან არაოფიციალური. ჩვენ, როგორც პარლამენტის წევრები, ჩავდივართ სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც შეხვედრებს ვმართავთ საზოგადოების წარმომადგენლებთან, მთავრობისა და ოპოზიციის წევრებთან. ევროპარლამენტს სხვადასხვა სახის მეთოდები აქვს”, - აღნიშნა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ.

 

მისი თქმით, იგი დაინტერესებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით და იმისათვის, რომ აქცენტები იყოს თვალსაჩინო და ყველასთვის ხელმისაწვდომი, იგი დღევანდელ შეხვედრაზე გამოსვლის ტექსტს საიტზეც ატვირთავს.

 

„მე ვარ ესტონეთის ყოფილი საგარეოს საქმეთა მინისტრი, ესტონეთის ყოფილი ელჩი 6 ქვეყანაში, ამრიგად, საქართველო ძალიან ახლოსაა ჩემს გულთან, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით საკმაოდ დაინტერესებული ვარ. მე მაღელვებს ყველაფერი ის, რაც საქართველოში ხდება, მათ შორის, ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები. ჩემმა ქვეყანამაც იგივე გზა განვლო, რა გზაზეც დღეს საქართველოა. ეს გზა სავსეა გამოწვევებით. დღეს ესტონეთი წარმატებული ქვეყანაა - მას შეუძლია ევროკავშირის წევრობით მიღებული ყველა სარგებლის გამოყენება”, - განაცხადა მარია კალიურანდმა.

 

მან ყურადღება გაამახვილა ახალი საარჩევნო სისტემის თაობაზე ინიცირებული კანონპროექტზე.

 

„იმედს ვიტოვებთ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია მიაღწევს კონსენსუსს, რადგანაც ქართველი ხალხი იმსახურებს სამართლიან არჩევნებს. 2020 წლის არჩევნები ქართველი ხალხისათვის გარდამტეხი იქნება. ეს არჩევნები განსაზღვრავს თქვენს მომავალს, თქვენს რეფორმებს, ინტეგრაციას. შესაბამისად, ჩემი გზავნილია ვთხოვო ორივე მხარეს- ოპოზიციასაც და მმართველ გუნდსაც, რომ დაუბრუნდეს დიალოგის ფორმატს. ეს თქვენი ხალხის მომავალს ეხება”, -აღნიშნა კომიტეტის თანათავმჯდომარემ.

 

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების ერთგული რჩება. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თვეების განმავლობაში საქართველომ გაანეიტრალოს მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია და გამოხატოს მიმდინარე რეფორმების გატარების მზაობა, განსაკუთრებით საარჩევნო და სასამართლო რეფორმების სფეროებში, – ამის შესახებ ევროკავშირის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ,,საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ“ მე-4 ანგარიშშია მოყვანილი.

 

ანგარიში მიეწოდება ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს, რომლის მორიგი ყოველწლიური სხდომა გაზაფხულზე გაიმართება.

 

”საქართველო კვლავ ევროკავშირის საიმედო და მნიშვნელოვანი პარტნიორია. მომდევნო თვეების განმავლობაში ყურადღებით დავაკვირდებით პოლიტიკურ მოვლენებს, ქვეყანაში არსებული მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის გათვალისწინებით. ველით, რომ წელს არჩევნები თანაბარი პირობების დაცვით და პლურალისტურ მედია გარემოში ჩატარდება.

 

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის მეშვეობით კონფლიქტის მოგვარების საკითხში კვლავ აქტიურად ვართ ჩართულები", - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა.

სამწუხაროდ, ევროპარლამენტის და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ზოგიერთი ცვლილება არ გამოდგა კონსტრუქციული. შესაბამისად, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ არ გავაგრძელებთ თანამშრომლობას, - ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ მარინა კალიურანდიმ განაცხადა.

 

როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, სანამ ის ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტს ხელმძღვანელობს, ყოველთვის მოითხოვს საქართველოს დემოკრატიული რეფორმებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერას.

 

„იმედგაცრუებული ვარ. ჯერ-ჯერობით ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის შემდგარი ყველა შეხვედრა დასრულდა განსაზღვრული შეთანხმებების, დეკლარაციების მიღებით. ეს კეთილი ნების გამოხატულებაა. ჩემთვის, როგორც თავმჯდომარისათვის, უმთავრესია ის, რომ დეკლარაცია იყოს დაბალანსებული. უნდა იყოს თანაბრად კრიტიკულიც და გონივრულიც. მაგრამ, სამწუხაროდ, ორივე მხარის - ევროპარლამენტის და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ზოგიერთი ცვლილება არ გამოდგა კონსტრუქციული. შესაბამისად, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ არ გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროპარლამენტი არ დაუჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიულ გაძლიერებას და ევროპასთან მჭიდრო ინტეგრაციას. სანამ მე პარლამენტში ვარ და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტს ვხელმძღვანელობ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მოვითხოვ საქართველოს დემოკრატიული რეფორმებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერას“, - განაცხადა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ მარინა კალიურანდიმ.

 

აღნიშნულ კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ევროპარლამენტარები, რომლებიც საქართველოს საკითხზე მუშაობენ, გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. სადაც ნათქვამია, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ გააჩინა კითხვები პროცედურასთან დაკავშირებით, მის დროულობასა და მოტივაციის შესახებ.

 

განცხადებაში, ასევე აღნიშნულია, რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა, არა მხოლოდ დემოკრატიისათვისაა აუცილებელი, არამედ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებაცაა.

 

,,დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა, არა მხოლოდ დემოკრატიისთვისაა აუცილებელი,არამედ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოს მიერ მიღებული ვალდებულებების ნაწილი, რომელიც მას ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გააჩნია. სამწუხაროდ უზენაესუ სასამართლოს გადაწყვეტილებამ გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით გააცინა კითხვები პროცედურასთან დაკავშირებით, მის დროულობასა და მოტივაციის შესახებ. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს ისედაც რთულ პოლიტიკურ გარემოს, რომელიც საქართველოშია.

 

საპარლამენტო უმრაველოსობასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გაგრძელება სასიცოცხლოდ მნიშვნელობისაა საარჩევნო რეფორმის შესახებ იმ კონსესუსის მიღწევისთვის, რომელიც ყველაზე კარგად ასახავს ქართველი ხალხის ნებას. დემოკრატიისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში, ჩვენ საქართველოს პარლამენტის წევ მოკავშირეებთან მჭიდრო კონტაქტში ვრჩებით“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ევროპარლამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

 

განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სახალხო პარტიის წევრი დევიდ მაკალისტერი და ქართული ოცნების პარტნიორი სოციალ-დემოკრატიული ალიანსის წევრები: ასოცირების საბჭოს თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდი და საგარეო საქმეთა კომიტეტის მუდმივი მომხსენებელი სვენ მიკსერი.

 

აღნიშნული განცხადების პარალელურად, ქართული ოცნების გუნდის წევრები სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან შეხვედრას მართავდენ, რომლის დასრულების შემდეგ, უგულავას საქმესთან დაკავშირები ევროპარლამენტარების მონაწილეობით მარავლპარტიული ფაქტების დამდგენი კომისია შეიქმნა

ევროკავშირმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახლო აღმოსავლეთის ე.წ. სამშვიდობო გეგმა უარყო. ამასთან, ევროკავშირმა ისრაელის მიერ პალესტინის ანექსიის გეგმებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.

 

როგორც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, აშშ-ის ინიციატივა „საერთაშორისო დონეზე შეთანხმებული პარამეტრების საწინააღმდეგოა“.

 

შეგახსენებთ, გასულ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა წარადგინა. გეგმა იერუსალიმს ისრაელის განუყოფელ დედაქალაქად აღიარებს და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების სუვერენიტეტს უჭერს მხარს. ინიციატივა გააკრიტიკეს პალესტინის ლიდერებმა. გეგმაზე უარი თქვა 57 სახელმწიფოსგან შემდგარმა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამაც. გეგმას მხარს უჭერს ისრაელი.

ევროკავშირი

არქივი

« « » » Апрель 2019
Пн вт ср чт пт сб вс
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?