ევროპარლამენტში ორმა მთავარმა ბლოკმა უმრავლესობა დაკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

 

ლაპარაკია „ევროპის სახალხო პარტიასა“(EPP) და სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფზე (S&D). თუმცა, ევროპარლამენტის ახალ შემადგენლობაში ძლიერი პოზიციები ექნებათ მწვანეთა პარტიებს.

 

ახალ პარლამენტში პოზიციები გაიმყარეს ლიბერალებმაც. განსაკუთრებით კი, ლიბერალურმა ჯგუფმა „ალდე“.

 

ევროპარლამენტის არჩევნები უკვე შედგა ნიდერლანდებში, გაერთიანებულ სამეფოში, ჩეხეთში, ლატვიაში, მალტაში, ირლანდიასა და სლოვაკეთში. სულ ევროპის მოქალაქეები 751 დეპუტატს აირჩევენ, რომლებიც ევროპარლამენტში 2024 წლამდე იმუშავებენ.

 

ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერისა და ევროკომისიის დანარჩენი წევრების მანდატს ვადა 31 ოქტომბერს ეწურება. ამავე დღეს დაასრულებს საქმიანობას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინი. უფლებამოსილება უკვე შეუწყდა ევროპარლამენტის თავმჯდომარე ანტონიო ტაიანისაც. ისინი ხელახალ კენჭისყრაში არ მონაწილეობენ.

 

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.