ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩის განცხადებით, ევროპის საბჭოს ბიუჯეტში გადასახადის გადახდის განახლება ორგანიზაციას მუშაობის სტაბილიზირებაში დაეხმარა.

 

გენმდივანმა დაადასტურა, რომ რუსეთს ბოლომდე ჯერ არ დაუფარავს თავისი ვალი, რაც ორი წლის გადაუხდელობის შედეგად დაუგროვდა და დარჩენილი გადასახადის ვალდებულებას ასაჩივრებს.

 

„შენატანები გადახდილია, მაგრამ ჯარიმა დავალიანებისთვის არ არის დაფარული. მისი გადახდა აუცილებელია და ეს გასაჩივრებას არ ექვემდებარება“, - განაცხადა პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა.

 

მისი თქმით, რუსეთის გადასახადებმა ორგანიზაციას საშუალება მისცა, აღედგინა თავისი ეფექტურობა.

 

„ეს მნიშვნელოვანი იყო. თუმცა, არა ერთადერთი კრიტერიუმი, რომელმაც მინისტრთა კომიტეტს საშუალება მისცა შეეჩერებინა პროექტების შემცირება. თქვენ იცით, ბოლო ორი წლის განმავლობაში რთული პერიოდი გვქონდა. მოგვიწია პერსონალის ნაწილის შემცირებაც“, - აღნიშნა გენმდივანმა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.