ევროკავშირმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახლო აღმოსავლეთის ე.წ. სამშვიდობო გეგმა უარყო. ამასთან, ევროკავშირმა ისრაელის მიერ პალესტინის ანექსიის გეგმებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.

 

როგორც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, აშშ-ის ინიციატივა „საერთაშორისო დონეზე შეთანხმებული პარამეტრების საწინააღმდეგოა“.

 

შეგახსენებთ, გასულ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა წარადგინა. გეგმა იერუსალიმს ისრაელის განუყოფელ დედაქალაქად აღიარებს და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების სუვერენიტეტს უჭერს მხარს. ინიციატივა გააკრიტიკეს პალესტინის ლიდერებმა. გეგმაზე უარი თქვა 57 სახელმწიფოსგან შემდგარმა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამაც. გეგმას მხარს უჭერს ისრაელი.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.