სამწუხაროდ, ევროპარლამენტის და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ზოგიერთი ცვლილება არ გამოდგა კონსტრუქციული. შესაბამისად, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ არ გავაგრძელებთ თანამშრომლობას, - ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ მარინა კალიურანდიმ განაცხადა.

 

როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, სანამ ის ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტს ხელმძღვანელობს, ყოველთვის მოითხოვს საქართველოს დემოკრატიული რეფორმებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერას.

 

„იმედგაცრუებული ვარ. ჯერ-ჯერობით ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის შემდგარი ყველა შეხვედრა დასრულდა განსაზღვრული შეთანხმებების, დეკლარაციების მიღებით. ეს კეთილი ნების გამოხატულებაა. ჩემთვის, როგორც თავმჯდომარისათვის, უმთავრესია ის, რომ დეკლარაცია იყოს დაბალანსებული. უნდა იყოს თანაბრად კრიტიკულიც და გონივრულიც. მაგრამ, სამწუხაროდ, ორივე მხარის - ევროპარლამენტის და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ზოგიერთი ცვლილება არ გამოდგა კონსტრუქციული. შესაბამისად, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ არ გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროპარლამენტი არ დაუჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიულ გაძლიერებას და ევროპასთან მჭიდრო ინტეგრაციას. სანამ მე პარლამენტში ვარ და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტს ვხელმძღვანელობ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მოვითხოვ საქართველოს დემოკრატიული რეფორმებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერას“, - განაცხადა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ მარინა კალიურანდიმ.

 

აღნიშნულ კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.