საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკვე უკრაინაშია. თვითმფრინავი, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, კიევის ბორისპოლის აეროპორტში უკვე დაეშვა.

 

სააკაშვილს ბორისპოლის აეროპორტში თანამოაზრეები და მხარდამჭერები ელოდებიან. აეროპორტში სააკაშვილის ჩამოფრენამდე მცირე კონცერტიც გაიმართა, სადაც უკრაინული ხალხური სიმღერები შესრულდა. ისმის შეძახილები „მიშკა, მიშკა“.

 

სააკაშვილი უკრაინაში პოლონეთიდან მას შემდეგ ჩავიდა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მას ჩამორთმეული მოქალაქეობა დაუბრუნა. უკრაინაში გამგზავრებამდე მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში უკრაინის საელჩოში იმყოფებოდა, სადაც მან უკრაინაში დასაბრუნებელი დოკუმენტი აიღო.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.