უკრაინაში გუშინ იმხელა აჟიოტაჟი იყო, მე თვითონაც გაოგნებული ვარ. რამდენ ადამიანს ვყვარებივარ თურმე იმ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას ვარშავის აეროპორტში, უკრაინაში გამგზავრებამდე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა უკრაინელები სამართლიანი და თავისუფლების მოყვარე ხალხია და სამართლიანობა რომ აღდგა, ამაზე ჰქონდათ სწორი რეაქცია.

 

„ეს არის ზუსტად ის, რაც მოხდება საქართველოში. ეს განშორების პაუზა დასრულდება. რაც ხდება საქართველოში არის დიდი უსამართლობა, ზუსტად ასეთი რამ ხდებოდა უკრაინაში. ბედნიერად მიმიღეს ელჩმა, კონსულმა, ყველა ბედნიერი იყო. უკრაინაში გუშინ იმხელა აჟიოტაჟი იყო, მე თვითონაც გაოგნებული ვარ. რამდენ ადამიანს ვყვარებივარ, თურმე იმ ქვეყანაში. მე კი არ ვყვარებივარ, სამართლიანობის გრძნობა უყვართ. სამართლიანი და თავისუფლების მოყვარე ხალხია. თავისუფლების შეზღუდვას და უსამართლობას ვერ იტანენ. რომ აღდგა სამართლიანობა, ამაზე ჰქონდათ სწორი რეაქცია“, - განაცხადა სააკაშვილმა.

 

შეგახსენებთ, უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნდა. დღეს კი სააკაშვილი კიევში გაემგზავრა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.