კიევის სასამართლომ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. საქმე ეხება 2014 წელს კიევში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, პოლიციისათვის, მოქალაქეების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის ბრძანების გაცემას.

 

ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველებმა სასამართლოს გამოძიების ვადების დასრულების გამო საქმის დახურვის მოთხოვნით მიმართეს, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება 2014 წლის რევოლუციის შემდეგ დაიწყო. მედიის ინფორმაციით იანუკოვიჩი გამოძიებას რუსეთის ტერიტორიაზე ემალება.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.