უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სახელმწიფო მუზეუმი „ერმიტაჟი“ რუსული კომპანიებისა და სახელმწიფო უწყებების სასანქციო სიაში შეიყვანა.

 

სასანქციო სიაში ასევე მოხვდნენ სხვა სამეცნიერო და კულტურის სფეროს უწყებები, მათ შორის, რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი და ა.შ.

 

სასანქციო სიაში შეყვანილ კომპანიებთან მიმართებაში შემდეგი შემზღუდავი ზომები გამოიყენება: აქტივების ბლოკირება, უკრაინის გარეთ კაპიტალის გატანის აღკვეთა, ლიცენზიის შეჩერება ან გაუქმება, კულტურული გაცვლის შეჩერება, სამეცნიერო თანამშრომლობის შეჩერება და ა.შ.

 

აღნიშნულ ორგანიზაციებთან დაკავშირებით სანქციები 3 წლის განმავლობაში იმოქმედებს.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.