უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილი გააუქმა. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

 

მათ შორის, ვისაც სანქციები მოუხსნეს, ბენიტო მუსოლინის შვილიშვილი, ალესანდრა მუსოლინია, რომელიც 2018 წლის ნოემბერში ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში არალეგიტიმურ არჩევნებზე დამკვირვებლად ჩავიდა.

 

გარდა ამისა, უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც ხელი უკრაინის პრეზიდენტმა მოაწერა, რუსული პროგრამული უზრუნველყოფა დაშვებული იქნება უკრაინულ ბიზნეს-სტრუქტურებსა და სახელმწიფო ორგანოებში.

 

სასანქციო სიიდან ასევე ამოიღეს კორპორატიული საინფორმაციო სისტემის რუსული მწარმოებელი, კომპანია „პარუსი“. სანქციები ამ ჯგუფის ცხრა კომპანიისთვისაც გაუქმდა.

 

ამასთანავე, უკრაინის პრეზიდენტმა გაახანგრძლივა უკრაინაში რუსული სოციალური ქსელებისა და ინტერნეტ-სერვისების გამოყენების აკრძალვა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.