Global Press

Russia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.0463
EUR
3.4381
RUR
0.0433
GBP
3.8124

ორი დღის განმავლობაში შემოწმებული 26 კვების ობიექტიდან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დარღვევის გამო 16 კომპანია ჯამში 160 000 ლარით დაჯარიმდა. როგორც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა, ინსპექტირების პროცესი გაგრძელდება.

 

მისივე თქმით, თვითმიზანი არა კომპანიების დაჯარიმება, არამედ პრევენციაა.

 

„სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო-ვიდეო მასალა, სადაც კვების ობიექტებზე რეკომენდაციების დარღვევა ფიქსირდებოდა. შაბათ-კვირის განმავლობაში კვების ობიექტების ინსპექტირებები განხორციელდა. ჯამში 26 კომპანია შემოწმდა, 16-მა მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა,10 კი სრულად აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. თითოეული მათგანის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა 10 000 ლარის ლარის ოდენობით და შესაბამისად, ჯამში საჯარიმო სანქციებმა 160 000 ლარი შეადგინა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ სანქცირება ჩვენი ან სახელმწიფოს თვითმიზანი არაა. გეგმურ ინსპექტირებამდე ჩვენ 11 400 სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება განვახორციელეთ, თუმცა დავდექით იმ უკიდურესი აუცილებლობის წინაშე, რომ სანქცირება გამოგვეყენებინა და ამით მოგვეხდინა პრევენცია. აზრს კარავს ყველანაირი რეგულაცია, თუ ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება. ინსპექტირებები გაგრძელდება და თითოეულ მეწარმეს მოვუწოდებ, დაიცვან ფუნდამენტური რეკომენდაციები, რომლებიც აუცილებელია,“-აღნიშნა ფერაძემ.

 

რაც შეეხება სასტუმროებს, ბექა ფერაძის თქმით, დარეგისტრირებულია 939 სასტუმრო, აქედან 150 მიეცა საქმიანობის უფლება, 175-მა ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები, ხოლო დანარჩენმა დრო ითხოვა ინსპექტირებამდე. „მინდა სასტუმრო სექტორს მოვუწოდო, რომ რეგისტრაცია და შესაბამისი სტანდარტების დაცვა აუცილებელ პირობას წარმოადგენს და გამოიყენონ პერიოდი, რომელიც აქვთ,“-აღნიშნა ფერაძემ.

თბილისში 1 ტონამდე ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს, რომელიც დაილუქა და განადგურდება, ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტო ხორცის სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებას აგრძელებს.

 

„თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებში დარღვევები გამოავლინეს. კერძოდ, ორ ბიზნესოპერატორთან - შპს „დადუსა“ და „შპს „ინა“-ში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, შპს „ნიკორადან“ (აღნიშნულ შპს-ს არავითარი კავშირი არ აქვს მაღაზიათა ქსელ „ნიკორასთან“) ამოღებულია 240 კგ-ზე მეტი ვადაგასული ხორცი, შპს „მიროში“ აღმოჩენილია საეჭვო წარმომავლობის ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე.

 

აღნიშნული ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ კანონმდებლობის შესაბამისად, 1 ტონამდე ხორცი დაილუქა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით განადგურდება.

 

აგლაძის ქუჩაზე მდებარე ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებში - შპს „ჯი ემ ენ ხორცპროდუქტებსა” და შპს „ახალი ხორცში“ დარღვევები არ დაფიქსირებულა“, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რესტორნისა და მასპინძლობის სფეროს წამყვანი ამერიკული კომპანია ,,af&co" 2019 წლის ტენდენციებს აქვეყნებს, სადაც ქართულ საჭმელს წლის სამზარეულოდ, აჭარულ ხაჭაპურს კი წლის კერძად ასახელებს.

 

ამის შესახებ „გლობალპრესს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს.

კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური სასურსათო სისტემა უპრეცედენტო რყევებს განიცდის, რამაც შესაძლოა სასურსათო ნედლეულსა და კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ ნათქვამია ნიუ-იორკის უნივერსიტეტის თანამშრომლობის საერთაშორისო ცენტრის ექსპერტების მიერ გავრცელებულ დასკვნაში.

 

მათი განცხადებით, სასურსათო კრიზისის გამომწვევი მიზეზი, ერთი მხრივ, პანიკის გამო პროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნა, მეორე მხრივ კი, სხვადასხვა ქვეყნის მიერ საზღვრების ჩაკეტვა და ტვირთების გადაადგილების შეზღუდვა შეიძლება გახდეს.

 

ექსპერტების შეფასებით, რისკის ჯგუფში პირველ რიგში ხორბალი და ბრინჯი შედის.

 

მსოფლიოში ბრინჯის რიგით მესამე მიმწოდებელმა, ვიეტნამმა, დროებით მისი ექსპორტი აკრძალა, ყველაზე მსხვილმა მომხმარებელმა, ჩინეთმა კი ზოგიერთი სახეობის ბრინჯის შესყიდვის ფასები გაზარდა და რეზერვების შექმნას გეგმავს.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » Июль 2019
Пн вт ср чт пт сб вс
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31

ამინდი

Tbilisi

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?