Global Press

Russia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.174
EUR
3.4295
RUR
0.0415
GBP
3.9037

კონგრესში, კანონპროექტს, რომელიც საქართველოსთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, კიდევ ერთი ახალი მხარდაჭერი ჰყავს, ამჯერად სანქციის აქტს ტენესის შტატის კონგრესმენი, რესპუბლიკელი ჩაკ ფლეიშმანი შეუერთდა.

 

ჩაკ ფლეიშმანი, მეხუთე კონგრესმენია, რომელმაც წარმომადგენელთა პალატის, რესპუბლიკელი კონგრესმენის, მარკუეინ მალინის მიერ წარდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

 

ამ ეტაპისთვის კანონპროექტს სულ ექვსი მხარდამჭერი ჰყავს: მარკუეინ მალინი, ბილ ფლორესი, უიალ ჰარდი, პიტ ოლსონი, რენდი უებერი და ჩაკ ფლეიშმანი

 

კანონპროექტი, აშშ-ის მხრიდან ფინანსური დახმარებისა და კრედიტების აღების შეწყვეტას გულისხმობს, ასევე ამოქმედდება სავიზო შეზღუდვები.

 

,,დაეწესოს სანქციების საქართველოს მთავრობას, თუ აშშ-ის პრეზიდენტი გამოავლენს, რომ საქართველოს მთავრობა მოქმედებს, რათა ძირი გამოუთხაროს ვალდებულებებს თუ საკონტრაქტო შეთანხმებებს აშშ-ის მოქალაქეებთან, რომლებიც საქართველოში ჩართულები არიან ბიზნესში თუ სხვა ოპერაციებში“,-წერია კანონპრექტში.

 

კანონის თანხმად , მისი მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტმა მიღებიდან არაუგვიანეს 90 დღისა, საშუალოდ, 180 დღეში ერთხელ უნდა წარუდგინოს კონგრესს დოკუმენტი სადაც გამოვლინებული იქნება საქართველოს მთავრობის მიერ ვალდებულებების დარღვევა.

 

საქართველოს მთავრობისთვის სანქციების დაწესება გულისხმობს:

 

1.  აშშ-ის მთავრობის ნებისმიერმა განყოფილებამ (მათ შორის - აშშ-ის საექსპორტო-საიმპორტო ბანკი და ზღვისიქითა კერძო ინვესტირების კორპორაცია) არ უნდა გააგრძელოს საქართველოს მთავრობისთვის სესხი, საკრედიტო გარანტია,დაზღვევა, ფინანსირება ან სხვა მსგავსი ფინანსური დახმარება, გარდა ჰუმანიტარული, სოფლის მეურნეობისა და სამედიცინო პროდუქტებისა.

 

2.  ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოსთვის ხელმისაწდომი აქტივები არ უნდა იყოს გამოყენებული სააგენტოს მოქმედებისთვის საქართველოში.

 

სანქციები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისთვის გულისხმობს:

 

1.  აქტივების დაბლოკვას - საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებების კანონის მიერ, პრეზიდენტის მიერ, ყველა მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებას იმ დოზით, რომელიც საჭირო იქნება სანქციებს ქვეშ მოხვედრილი პირების ტრანზაქციების აკრძალვისთვის ქონებასა და აქტივებში, თუ ეს ქონება და აქტივები არის აშშ-ში, შემოდის აშშ-ში ან არის აშშ-ის მოქალაქის კონტროლისა თუ მფლობელის ქვეშ;

 

2.  აშშ-ში ჩასასვლელად საჭირო ვიზის ან სხვა სხვა დოკუმენტაცის მიღების შესძებლობის არ ქონას.

 

3.  სხვა გზით აშშ-ში ჩასვლის ან ემიგრაცისა და ეროვნების კანონით გათვალისწინებული სხვა სარგებლის მიღებას.

 

4.  ამჟამინდელი ვიზისა თუ აშშ-ში შესვლის სხვა დოკუმენტის უმალ გაუქმებას, მიუხედავად გაცემის თარიღისა.

 

რაც შეეხება სანქციების შეჩერებას

 

ზემოთ აღწერილმა სანქციებმა უნდა შეწყვიტონ მოქმედება იმავე დღეს, თუ პრეზიდენტი შესაბამის კომიტეტებს გადაუგზავნის დოკუმენტებს, სადაც სანქციების დაწესებისადმი ნეგატიური პასუხი იქნება.

 

ცნობისთვის, აშშ-ს კონგრესში საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე კანონპროექტი 2019 წლის 28 თებერვალს დარეგისტრირდა. კანონპროექტი ჯერ საგარეო საქმეთა კომიტეტში გაიგზავნა, შემდეგ კი საიმიგარციო და მოქალაქეობის საკითხზე მომუშავე კომიტეტში.

 

კანონპროექტი ამჟამად წარმომადგენელთა პალატაშია, რომელიც შესაბამის კომიტეტებში განხილვას ელოდება.

რესპუბლიკელი კონგრესმენი, პიტ ოლსენი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს პუტინის მარიონეტი უწოდა, საქართველოში „პატიოსანი ბიზნეს პრაქტიკის“ სანქციების აქტს შეუერთდა. დოკუმენტი, რომელიც 2019 წელსაა ინიცირებული, კონგრესმენ მარკვეინ მალენის მიერაა ინიცირებული.

 

ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში ოლსენი მეოთხე კონგრესმენია, რომელიც საქართველოსთვის სანქციების დაწესებას უჭერს მხარს. ოპოზიციის შეფასებით, ეს უკვე ივანიშვილისთვის საგანგებო სიგნალია, რადგან ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო გააქტიურდა საუბრები ქართული ოცნებისა და მისი ლიდერისთვის სანქციების დაწესებაზე.

 

ოპოზიციის თქმით, თუ ქართული ოცნება ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, კრიტიკულად განწყობილი კონგრესმენების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

ამერიკის ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს გადასცა, რის შემდეგაც მინისტრის და ელჩის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

როგორც ზალკალიანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ელჩთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ამერიკა- საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებას.

 

„მივესალმები აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის ჩამობრძანებას საქართველოში, ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა და მნიშვნელოვანია, რომ ის არის უაღრესად გამოცდილი დიპლომატი და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო ძლიერ იმპულსს მისცემს საქართველო-აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას.

 

ჩვენ გვქონდა ძალიან შინაარსიანი შეხვედრა. საუბარი შეეხო ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებას, ამერიკა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ძლიერი მხარდამჭერი, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი. ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, გამოწვევებზე, რომელიც არსებობს ამ ტერიტორიებთან მიმართებით და იმ მხარდაჭერაზე, რომელიც აშშ-ს აქვს საქართველოსთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა იმისა, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად ახალ დონეზე გადავიყვანოთ, რადგანაც დღემდე არსებული მიღწევები, ის ინიციატივები კონგრესის მხრიდან, ადმინისტრაციის მყარი მხარდაჭერა და ის, რომ საქართველო - აშშ-ს თანამშრომლობა უმაღლეს ნიშნულზეა, იძლევა იმის საფუძველს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს და გამყარდეს“,-აღნიშნა მინისტრმა.

 

კომენტარი გააკეთა აშშ-ს ელჩმაც, საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის თქმით, „ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს განაგრძოს დასავლეთში ინტეგრაცია“.

 

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები აქ და ვიწყებ მუშაობას მინისტრთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად ძალიან დატვირთული დღის წესრიგით. ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს განაგრძოს დასავლეთში ინტეგრაცია, რომ გაუმკლავდეს რუსეთის მიერ განხორციელებულ დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებს და მცდელობას ჩაშალოს საქართველოს მიერ წლების მანძილზე უდიდესი შრომით მიღწეული პროგრესი. რა თქმა უნდა, ასევე ვიმუშავებთ საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად. ჩვენ გვაკავშირებს ძალიან ხანგრძლივი და ძლიერი პარტნიორობა და ვაპირებ, რომ ჩემი და მინისტრის გუნდების დახმარებით კიდევ მეტად გავაძლიეროთ ეს ურთიერთობები“,-განაცხადა ამერიკის ელჩმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, კონგრესმენ ბილ კიტინგს შეხვდა.

 

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში არსებული საკითხები მიმოიხილეს, მაღალი შეფასება მიეცა ორი ქვეყნის თანამშრომლობას ყველა მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე.

 

„ნამდვილად დიდი პატივისცემით განვიმსჭვალე სტუმრებისა და ზოგადად, შეხვედრის მიმართ. ჩვენს შორის შედგა საინტერესო საუბარი. დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩვენს შორის არსებულ პარტნიორობას ეკონომიკისა და უსაფრთხოების მიმართულებით. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისათვის, რომლის წევრი უამრავი ჩვენგანი და მათ შორის მეც გახლავართ, საქართველო მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს და მჯერა, რომ მრავალი თვალსაზრისით, საქართველო დემოკრატიის მოწინავე პოზიციებზეა. ამაზე მეტყველებს ის რეფორმები, რომლებიც დემოკრატიის განვითარებას ემსახურება. საქართველოსთან აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა“,- განაცხადა ბილ კიტინგმა შეხვედრის შემდეგ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მედიის წარმომადგენლებთან აშშ-ში მისი ვიზიტი და ვაშინგტონში დაგეგმილი შეხვედრები შეაფასა.

 

როგორც „გლობალპრესს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ზალკალიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვაშინგტონში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოწვევით იმყოფება და მონაწილეობს რელიგიის თავისუფლების კოალიციის მაღალი დონის შეხვედრაში, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ორი ქვეყნის განსაკუთრებულ პარტნიორობას.

 

„აქ ვიმყოფები სახელმწიფო მდივნის მოწვევით, ხვალ სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართება რელიგიის თავისუფლების საკითხებზე კოალიციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. მნიშვნელოვანია, რომ მინისტრების იმ შეზღუდულ რაოდენობაში, რომელიც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მოიწვია, საქართველოც მონაწილეობს. ბუნებრივია, ეს არის აღიარება იმისა, რომ ამ მიმართულებით საქართველოში ყველაფერი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და იმ პრინციპებს, რომელიც მთავარია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის”,- განაცხადა ზალკალიანმა.

 

მისი თქმით, ვაშინგტონში ვიზიტი გამოყენებული იქნა პარტნიორებთან კომუნიკაციისთვის სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის გაიმართება შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტსა და ამერიკის კონგრესში.

 

„ეს ორდღიანი ვიზიტი ვფიქრობ, იქნება კარგი საშუალება იმისთვის, რომ ჩვენს ამერიკელ პარტნიორს, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს მივაწოდო ყველა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია როგორც საგარეო პოლიტიკური კუთხით, ისე ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, სენატორები და კონგრესმენები საქართველოს განიხილავენ როგორც ლიდერ ქვეყანას, რომელსაც რეგიონში დაწესებული აქვს ძალიან მაღალი სტანდარტები დემოკრატიის, სწორედ ამ მაღალი სტანდარტებიდან გამომდინარე არის მათი მომართვა ჩვენთან დაკავშირებით დემოკრატიულ განვითარებაზე. ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც მეგობრის, სტრატეგიული პარტნიორის რჩევას და ამაზე გვექნება საუბარი, რა თქმა უნდა, ინფორმაციების ობიექტურობასა თუ სუბიექტურობაზეც ვიმსჯელებთ, მე მათთან მექნება ძალიან გულწრფელი საუბარი და მაქსიმალურად მივაწვდი ინფორმაციას რეალური სურათის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ კომუნიკაციით და იმ ქმედებებით რასაც ხელისუფლება აქამდე ახორციელებდა, ახლაც ახორციელებს და მომავალშიც განახორციელებს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან თვისობრივად ახალ დონეზე გადავა და გაძლიერდება, არათუ რაიმე ჩრდილი მიადგება მას“,- განაცხადა ზალკალიანმა.

კელი დეგნანი საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა.ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში აშშ-ს საელჩოს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ვრცელება.

 

"ელჩ კელი დეგნანს პატივი ხვდა, რწმუნებათა სიგელი წარედგინა საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანისა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის. დღეიდან ელჩი დეგნანი ოფიციალურად შეუდგება საქართველოში შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელზე დაკისრებული უფლებამოსილების შესრულებას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება, აშშ-ის სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

 

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით,კონგრესმენ ადამ კინზინგერთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა დემოკრატიის და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე.

 

„მთავრობასთან გაცილებით მეტი კომუნიკაცია გვაკავშირებს, ვიდრე რომელიმე სხვა მხარესთან. ჩვენ ვხედავთ გარკვეულ საკითხებს, ვმსჯელობთ მათზე, თუმცა, ჩვენი პოზიციები, რომლებიც არსებულ საკითხებს ეხება, არ უნდა გავიაზროთ ისე, როგორც გაბრაზების, ან განაწყენების გამომხატველი გზავნილები, არამედ, როგორც მეგობრებს შორის ჯანსაღი ურთიერთდამოკიდებულების გამომხატველი ჟესტი. ჩვენ საქართველოს ჩვენი სამომავლო გეგმების ძალზე მნიშვნელოვან ნაწილად მოვიაზრებთ და იმედი მაქვს, საქართველოსაც იგივე ექნება სათქმელი ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ. ამრიგად, აღნიშნული გზავნილები ჩვენი დამოუკიდებელი და ობიექტური მოქმედების შედეგი უფროა, ვიდრე რაიმე სახის გზავნილები“, - ამის შესახებ კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

მან დიალოგის გაგრძელების გარდაუვალი აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არსებული კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის წინაპირობაა.

 

„იმდენად, რამდენადაც აშშ საქართველოში მიმდინარე მოვლენებით მნიშვნელოვნად დაინტერესებულია, ერთ-ერთი უმთავრესი, რაც საქართველოზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, არის დიალოგის გაგრძელების გარდაუვალი აუცილებლობა, რაც თავის მხრივ, არსებული კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის წინაპირობაა. ჩვენ გვქონდა საკმაოდ პროდუქტიული საუბრები ყველა იმ საკითხთან მიმართებით, რაც ჩვენს საერთო ინტერესებშია და დიდ იმედს გამოვთქვამ, გადაწყვეტილების მიღების პროცესი იქნება სწრაფი და შედეგზე ორიენტირებული. საკმაოდ კარგად მიდის ჩვენი ურთიერთობა და იმედი მაქვს, შეთანხმებასაც ერთობლივად მივაღწევთ. ერთი ცხადია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქვეყანაში დემოკრატიის შესანარჩუნებლად, იმ დემოკრატიის, რომელიც საქართველოში დიდი ხნის მანძილზე იყო“,-განაცხადა ადამ კინზინგერმა.

 

როგორც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გარცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრის ფარგლებში დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი. ხაზი გაესვა აშშ-ს მნიშვნელოვან როლს ევროატლანტიკური მიზნების რეალიზაციის გზაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში German Marshal Fund-ის მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას მიეძღვნა.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ აშშ-ში საქართველოსა და რეგიონის საკითხზე მომუშავე ექსპერტული წრეების წარმომადგენლები.

 

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მიეცა საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას და აღინიშნა საქართველოს, როგორც რეგიონში აშშ-ს მთავარი მოკავშირისა და სანდო პარტნიორის როლი. '

 

უწყების ცნობით, განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

 

მინისტრმა ღონისძიების მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიღწევებსა და სამომავლო ხედვებზე როგორც ევროინტეგრაციის, ასევე ნატოში გაწევრიანების გზაზე და კიდევ ერთხელ აღნიშნა აშშ-ს მნიშვნელოვანი როლი ამ პროცესში.

 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნის წინაშე უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებასა და რუსეთის პოლიტიკაზე ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში. შეხვედრის ფარგლებში, დავით ზალკალიანმა სხვადასხვა საკითხებზე ექსპერტების შეკითხვებს უპასუხა, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

 

„ეს იყო ძალიან შინაარსიანი და საინტერესო შეხვედრა, კარგი შესაძლებლობა, რომ ამერიკის ექსპერტული საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა დეტალური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. მე მათ დეტალურად ვესაუბრე, როგორც საგარეო პოლიტიკის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, იმ საფრთხეებზე რომელიც მოდის ოკუპაციიდან, ასევე საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე. ბუნებრივია, იმ მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგებზე რომელიც ქვეყანას აქვს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით”,- განაცხადა მინისტრმა.

 

შეხვედრაზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და მისი შემდგომი გაღრმავების გზებს.

 

„დღეს აშშ-საქართველოს პარტნიორობა არის როგორც არასდროს ისეთ მაღალ ნიშნულზე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კიდევ უფრო მძლავრი იმპულსები მივცეთ ამ სტრატეგიულ პარტნიორობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება, რადგანაც ამერიკისთვის საქართველო არის ყველაზე ერთგული მოკავშირე რეგიონში, არა მხოლოდ თავდაცვის და უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის თვალსაზრისით, არამედ, იმ რეფორმების განხორციელების კუთხით და იმ საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული პრინციპების თვალსაზრისით, რაც ჩვენთვის და ამერიკისთვის არის ღირებული”,- განაცხადა ზალკალიანმა.

 

მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ასევე ისაუბრა ქვეყანაში განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საპარლამენტო არჩევნებზე მზადების პროცესზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს დემოკრატიული პრინციპებით და საერთაშორისო სტანდარტებით არჩევნების ჩატარებას.

 

„როდესაც საუბარია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საგარეო კუთხით, აუცილებელია, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდო ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებთან მიმართებაშიც, რადგანაც წარმატებული საგარეო პოლიტიკა არის საშინაო პოლიტიკის გაგრძელება. ბუნებრივია, ამის შესახებ აქტიური კომუნიკაცია მქონდა, ყველა კითხვას გავეცი ამომწურავი პასუხი და მათ აქვთ ზუსტი ინფორმაცია და არა ხშირ შემთხვევაში ინფორმაცია, რომელიც გარკვეულ წილად სუბიექტურ ფაქტორებზე არის დაყრდნობილი. ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით ეს შეხვედრა იყო ძალიან კარგი და ნაყოფიერი, მივაწოდე ბოლო ინფორმაცია იმ მოლაპარაკების პროცესზე, რაც მიმდინარეობს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მთავარია, რომ დიალოგი გახსნილია და ყველა ძალა, ვინც კი ჩართულია პროცესში საუბრობს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ახლა ყველა უნდა მიისწრაფოდეს იქითკენ, რომ მიღწეულ იქნას კონსენსუსი, რადგან ქვეყნისთვის, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია, რომ არსებული გამოწვევების ფონზე, როდესაც მიმდინარეობს ოკუპაცია და მავთულხლართების გავლება, ქვეყანა არ დადგეს ახალი დესტაბილიზაციის საფრთხის წინაშე. კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ არჩევნები ჩატარდეს ისე, როგორც ეს 2012 წლის შემდგომ ტარდებოდა დემოკრატიულად, გამჭვირვალედ, ეუთო-ს სტანდარტების შესაბამისად“,- განაცხადა მინისტრმა.

ის, რომ დღეს საქართველო ევროპის საბჭო თავმჯდომარეა, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც ეს ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე ასრულებს, - ამის შესახებ ეუთოში აშშ-ს ელჩმა ჯეიმს გილმორმა განაცხადა.

 

ჯეიმს გილმომა განაცხადა, რომ საქართველო, მიუხედავად მის წინაშე მდგარ საგარეო საფრთხეებისა, უსაფრთხოების მომხმარებლიდან უსაფრთხოების დამცველ სახელმწიფოდ იქცა.

 

„სწორედ უსაფრთხოების დამცველის რანგში თავმჯდომარეობს დღეს საქართველო ევროპის საბჭოს და გულმოდგინედ იღწვის იმისთვის, რომ დაიცვას წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რომელიც სახელმწიფოს სუვერენიტეტის, მართლწესრიგისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემაზეა აგებული” - განაცხადა ჯეიმს გილმორმა

 

როგორც ეუთოში აშშ-ს ელჩმა აღნიშნა, საქართველო სრულად აცნობიერებს თანამედროვე უსაფრთხოების გარემოს და, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, იზიარებს პასუხისმგებლობას გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ქართველი ჯარისკაცები აქტიურად მონაწილეობენ ერაყში (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის (ISAF) ოპერაციაში, სადაც საქართველო ნატოს არა-წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია. ამასთან, საქართველო, რომლის უპირველეს პრიორიტეტს დღესდღეობით NATO-ში გაწევრიანება წარმოადგენს, ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება და ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობას კვლავაც განაგრძობს.

 

საქართველოს, როგორც საერთაშორისო მშვიდობისმყოფლის მისიაზე საუბრისას, ეუთოში ელჩმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთი, რომელიც სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიისა და საკუთარი ხალხის მიმართ რეპრესიული ქმედებების განხორციელების გზით ძირს უთხრის საერთაშორისო უსაფრთხოებას. ელჩის თქმით, ეუთოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების დამრღვევ სახელმწიფოებს პასუხი უნდა მოეთხოვოთ. „მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, დააბრუნოს თავისი ჯარები ომამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს საერთაშორისო ორგანიზაციების წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ - განაცხადა ჯეიმს გილმორმა.

 

ჯეიმს გილმორის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია, ამასთან ის მიესალმება საქართველოს უმნიშვნელოვანეს წვლილს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის განმტკიცების მიმართულებით.

 

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში მაღალი დონის შეხვედრებია დაგეგმილი.

 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრები შეეხება მიმდინარე პოლიტიკურ თემებს, იმ გადაწყვეტილებებს, რის მიღებასაც საქართველოს ხელისუფლება გეგმავს, რათა დროულად დაიხუროს ის საკითხები, რომელიც ჯერ კიდევ რჩება დისკუსიის საგნად პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში.

 

„ვისაუბრებთ მიმდინარე პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით. მათ გავაცნობთ, თუ რა გადაწყვეტილებების მიღებას ვაპირებთ. ცალსახად ფაქტია, რომ კონგრესმენებს ჩვენგან სჭირდებათ პასუხები, მეტი ინფორმაცია და ჩვენ ამ პასუხებით ვართ აქ ჩამოსული. ჩვენი მიზანი არის, რომ დროულად დავხუროთ ის საკითხები, რომელიც ჯერ კიდევ რჩება დისკუსიის საგნად პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში და დროულად დავიწყოთ არჩევნებისთვის მომზადება. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა და აუცილებლად შევასრულებთ ამ პასუხისმგებლობას, რომ არჩევნები საქართველოში ჩატარდება დემოკრატიულად, გამჭვირვალედ, მიუხედავად იმისა, თუ რა შეთანხმება შედგება არჩევნების მოდელთან დაკავშირებით ჩვენსა და ოპოზიციას შორის“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ შეხვედრების დაწყების წინ.

 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკულ მხარე გააცნობს იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც ხელისუფლება ოპოზიციას და საზოგადოებას სთავაზობს. არჩილ თალაკვაძემ ასევე აღნიშნა, რომ საპარლამენტო დელეგაცია შეძლებს დაარწმუნოს ამერიკელი კოლეგები, რომ საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება გრძელდება და საქართველო თავის კურსს დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით, ზურგს არ შეაქცევს.

 

„როგორც გითხარით, ჩვენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს გავაცნობთ კონგრესის წევრებს, ჩვენს მეგობრებს, თუ რა გადაწყვეტილებებს ვთავაზობთ ოპოზიციას და ჩვენს საზოგადოებას. ერთი რამ ცხადია, ოპოზიციის ნაწილი ცდილობს თავისი საარჩევნო კომპანია ჩაატაროს ვაშინგტონში, მაშინ, როდესაც საზოგადოების და მოქალაქეების მხარდაჭერა არ აქვს საქართველოში. ეს ფაქტია. იკვეთება, რომ ისინი ქვეყნის იმიჯის დაზიანების ხარჯზე ცდილობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მიიღონ ისეთი მხარდაჭერა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა არასოდეს არ აკეთებს და არ ერევა სარჩევნო საკითხებში. ჩვენ დავარწმუნებთ ჩვენს კოლეგებს, რომ საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება გრძელდება და საქართველო თავის კურსს, რომ გააძლიეროს დემოკრატია, არასოდეს ზურგს არ შეაქცევს“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. ამის შესახებ „გლობალპრესს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

 

მათი ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის პირობებში არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებს. გიორგი გახარიამ და კელი დეგნანმა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებზე ისაუბრეს, რომელიც ელჩის მხრიდან პოზიტიურად შეფასდა. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული მჭიდრო თანამშრომლობა;

 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ ხელშესახებ შედეგზე, რომელიც ქვეყნებს შორისაა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, ხაზი გაესვა ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებს.

 

"ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან შინაარსიანი საუბარი შედგა, განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი: თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში, ეკონომიკური თანამშრომლობა და ასევე ეკონომიკური კავშირების გაზრდის შესაძლებლობები. საფუძვლიანად ვისაუბრეთ განათლების მნიშვნელობაზე, მათ შორის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ 7 მლნ დოლარიანი პროგრამის განხორციელების ინიციატივაზე, რომელიც ახლახან გამოცხადდა. ის კარგ ეფექტს იქონიებს და საქართველოს მთავრობის მიერ განზრახულ ინიციატივებსაც გაამყარებს“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

 

როგორც ამერიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, 2020 წელი ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წელია, რადგან ორივე ქვეყანაში არჩევნებია.

 

“2020 წელი მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რადგან წინ ორივე ქვეყანას არჩევნები გველის. სულმოუთქმელად ველი საქართველოს მთავრობასთან, ხალხთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მუშაობას დემოკრატიულ პროცესზე აქ და იმავეს გავივლით იქ - შეერთებულ შტატებში,”- განაცხადა ამერიკის ელჩმა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა შეაფასა და აღნიშნა, რომ იყო ძალიან საინტერესო და შინაარსიანი. მისი თქმით, გიორგი გახარიამ და კელი დეგნანმა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის პირობებში არსებული შესაძლებლობები განიხილეს.

 

„შედგა პირველი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანს შორის. შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და შინაარსიანი. პრემიერმა და ელჩმა ისაუბრეს სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის პირობებში არსებულ შესაძლებლობებზე ორ ქვეყანას შორის. საუბარი შეეხო კონკრეტულ საკითხებს, პრიორიტეტებს, რომელიც გააჩნია საქართველოს მთავრობას და გამოწვევებს, რომელიც არის დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

მთავრობის მეთაურმა ახლად დანიშნულ ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერისათვის და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის შეუქცევადობას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი და პრემიერის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი, აგრეთვე, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე საქართველოში ელიზაბეთ რუდი ესწრებოდნენ.

დავოსი არის ფორმატი, სადაც ბიზნესლიდერები და პოლიტიკოსები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები განიხილავენ გლობალურ აქტუალურ საკითხებს; ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან, ევროპელ პარტნიორებთან, სადაც განვიხილეთ როგორც საქართველოს ევროპული მისწრაფებები, ასევე ოკუპაციის პრობლემა და საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე მოვლენები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველო უნდა გახდეს და გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, თუმცა ჩვენ ბევრი საშინაო დავალება გვაქვს შესასრულებელი. ეს იყო ის ძირითადი თემები, რაზეც ვიმსჯელეთ.

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2020 წელს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე საქართველო წარადგენს კონკრეტულ ხედვას, როგორ ხედავს ევროკავშირში ინტეგრირების შემდგომ პროცესს და ეს იყო ძირითადი თემები, რაზეც საუბარი შედგა ესტონეთის, ლიეტუვას, ლატვიის, ხორვატიის პრეზიდენტებსა თუ პრემიერებთან.

 

“ჩვენი პოლიტიკური პარტნიორები აფასებენ საქართველოში დემოკრატიზაციის კუთხით არსებულ პროგრესს, ყურადღებით აკვირდებიან საარჩევნო პროცესს, ამბობენ, რომ არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო და ეს პასუხისმგებლობა ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგებია. გარდა ამისა, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ უსაფრთხოების კონტექსტზე, განსაკუთრებით შავი ზღვის კონტექსტში და ეს ის ფუნქციაა, რომლითაც დღეს საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ევროპული უსაფრთხოების კონცეფციისა და არქიტექტურის შექმნაში. ამას ჩვენი პარტნიორები აფასებენ, ასევე აფასებენ საქართველოს ინტეგრირების ხარისხს ნატოსთან და აცხადებენ, რომ 2019 წლის შედეგები ნატო-საქართველოს თანამშრომლობაში მართლაც შთამბეჭდავია”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ექსკლუზიური

ევროკავშირი

არქივი

« « » » Апрель 2019
Пн вт ср чт пт сб вс
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?