გაეროში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიას შესაძლოა მსოფლიოს მასშტაბით ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კრიზი მოჰყვეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ კრიზისის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფოებმა პანდემიით გამოწვეული ფსიქოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ მოქმედება.

 

„COVID-19-ის პანდემია ოჯახებს დამატებით მენტალურ სტრესს მატებს. პანდემიასთან გამკლავების შემდეგაც, სევდა, შფოთვა და დეპრესია ხალხზე გავლენის ქონას განაგრძობენ“, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა, რომელმაც ვიდეოკონფერენციის ფარგლებში პანდემიის დროს ადამიანების ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის მხარდაჭერის შესახებ ანგარიში წარადგინა.

 

გაეროში აღნიშნავენ, რომ ბევრი ადამიანი საცხოვრებელი ადგილის და შემოსავლის დაკარგვის შიშით ცხოვრობს, მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე ნეგატიური გავლენა მკაცრ საკარანტინო ზომებსაც აქვს, რადგან ბევრი ახლობლებთან არის დაშორებული. ორგანიზაციის ანგარიშში ასეთი ადამიანებისთვის დახმარების გაწევის რეკომენდაციებია მითითებული.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.