Global Press

Russia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9638
EUR
3.267
RUR
0.0456
GBP
3.6526

ჩვენ, შევიმუშავეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომლითაც საქართველოს ყველა მოქალაქეს საბაზისო სამედიცინო მომსახურებაზე აქვს წვდომა, რაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვირუსულ ჰეპატიტზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულ საკონსულტაციო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით, 2012 წლიდან “ქართულ ოცნების” პოლიტიკურ გუნდს ჯანდაცვა პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული.

 

„დღევანდელი დღის მნიშვნელობა მართლაც რომ განსაკუთრებულია, ვინაიდან ამ სახის ღონისძიება ევროპაში პირველად ტარდება და ის სრულად პასუხობს და ეხმიანება გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებს, რომლებიც დღეისთვის და მომავალი წლების განმავლობაში მსოფლიოს პროგრესის საფუძველს წარმოადგენს. ჩვეთვის განსაკუთრებული პატივია, რომ ჯანმრთელობის მსოფლიოს ორგანიზაციის მიერ ევროპის რეგიონის 53 ქვეყნიდან სწორედ საქართველოა შერჩეული და ვირუსული ჰეპატიტების საკითხზე პირველ რეგიონული კონსულტაციების ქალაქად სწორედ თბილისია არჩეული. ეს არის ჩვენი ქვეყნის მიერ ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული წარმატებული რეფორმების, განსაკუთრებით კი C ჰეპატიტთან ბრძოლის საქმეში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის უდავო აღიარება და მსურს, ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ. მოგეხსენებთ, რომ 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც არჩენებში გავიმარჯვეთ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა აბსოლუტურ პრიორიტეტად ჯანდაცვის სისტემა გამოაცხადა. ჩვენ ჯანდაცვაში ძალიან ბევრი გამოწვევა გვქონდა და ამ წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ. თავიდან ბოლომდე შევცვალეთ ის საბიუჯეტო აქცენტები, რომლებიც დაგვხვდა და დღეს ჩვენ ჯანდაცვის პრიორიტეტებში ძალიან სწორად გაანალიზებული აქცენტები გვაქვს დასმული. ამაზე მეტყველებს ის სტატისტიკა, ის ციფრები და ის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები, რომელსაც ბოლო 6 წლის განმავლობაში მივაღწიეთ. ჩვენ შევიმუშავეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომლითაც საქართველოს ყველა მოქალაქეს საბაზისო სამედიცინო მომსახურებაზე აქვს წვდომა, რაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ქვეყანაში "ტამიფლუს" 13 000 სამკურნალო დოზა ჩამოვიდა, რაც სრულიად საკმარისი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოთხოვნა გაიზრდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განაცხადა, სადაც ის ანტივირუსული პრეპარატის "ტამიფლუს" ახალი მარაგის სააფთიაქო ქსელებისთვის განაწილების პროცესს დაესწრო.

 

„ჩამოვიდა "ტამიფლუს" დამატებითი რაოდენობა. ეს არის 13 000 კოლოფი, 13000 სამკურნალო დოზა. უკვე დაიწყო მისი გადანაწილების პროცესი. გადანაწილება ხდება სამი მიმართულებით. პირველია - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები რაიონებში, რომლებიც აქამდე გასცემდნენ მხოლოდ რისკ-ჯგუფებზე. ისინი ხვალ, 12:00 საათამდე იმუშავებენ ზეგანსაკუთრებულ რეჟიმში, იმისათვის რომ აფთიაქებს მიეცეს საშუალება ხვალ 12:00 საათამდე რაიონებში სრულყოფილად აამუშავონ დისტრიბუცია. მეორე მიმართულებაა- აფთიაქები, რომელთა ჩამონათვალს და ლოკაციას გამოვაქვეყნებთ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე. ცხელ ხაზზე - 1505, ნებისმიერ დროს შესაძლებელია ამ ინფორმაციის მიღება. აფთიაქების საშუალებით გაცემა დაიწყება დღეს 8-9 საათიდან თბილისის მასშტაბით და ხვალ 12 საათიდან - რაიონებში. მესამე მიმართულება არის - საოჯახო მედიცინის ცენტრები თბილისში, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ამ 5 ცენტრს უკვე ახლა გააქვთ საკმაო მარაგი და 6 საათისთვის "ტამიფლუს" უკვე პაციენტებზე გასცემენ. ეს მარაგი საკმარისი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოთხოვნა გაიზრდება. თუმცა ჩვენ თავს ვიზღვევთ და უკვე ვუკვეთავთ, რომ ერთ კვირაში დამატებითი მარაგი მივიღოთ", - განაცხადა სერგეენკომ.

 

სტატისტიკაზე საუბრისას მინისტრმა განაცხადა, რომ შეჯამებული მონაცემები ორშაბათს დილით ექნება.

 

"თუმცა წინასწარი მონაცემები , რაც კლინიკებიდან მოგვდის , კვლავ კლების ტენდენციაზე მიანიშნებს. პიკური იყო 277, მერე 256 და მე ვფიქრობ, რომ ახლა უფრო ნაკლები იქნება. ამჟამად სტაციონარებში 640 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 42 რეანიმაციულ განყოფილებაში", - აღნიშნა მინისტრმა.

პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულებაში დღეიდან პაციენტებს დღე-ღამის ნებისმიერ დროს, გრიპის სიმპტომების გაჩენისთანავე შესაძლებლობა ექნებათ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიარონ. ამის შესახებ „გლობალპრესს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

 

მათი ინფორმაციით, იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, რომელიც დღეიდან 24-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავა, შემდეგია:

 

შპს "მედკაპიტალი-გლდანი" მის: ვეკუას ქ. N 18.

 

შპს "მედკაპიტალი-საბურთალო" მის: გამრეკელის ქ. N19.

 

შპს "საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი" მის: წინამძღვრიშვილის ქ. N 57.

 

შპს "მედსი: ("ვერე-21") მის: ქიაჩელის ქ. N 18.

 

შპს "მედკაპიტალი-სამგორი" მის: მოსკოვის გამზ. კვ. 4, კორპ.

 

ჯანდაცვის სამინისტრო ბენეფიციარებს მოუწოდებს, გრიპისა და რესპირატორული ინფექციის სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართოს ოჯახის ექიმს და მკურნალობა შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე დაიწყოს.

გრიპის ვირუსთან საბრძოლველად წელს სახელმწიფოს 11 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული, საიდანაც 1 მილიონი ანტივირუსული პრეპარატის -„ტამიფლუს“ შესაძენად დაიხარჯა. ამის შესახებ „გლობალპრესს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს.

 

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული თანხა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არის გათვალისწინებული და მთლიანად ინფექციურ დაავადებებზე დაიხარჯება.

 

შეგახსენებთ, რომ ანტივირული პრეპარატი „ტამიფლუ“ 12 იანვრიდან ყველასთვის უფასო გახდა. 24 იანვრიდან საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 3000 დოზა შემოიტანეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, სეზონური გრიპის ავადობის პრევენციისა და შემცირების მიზნით, გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ „ტამიფლუს“, ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს, - ამის შესახებ „გლობალ პრესს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს.

 

აღსანიშნავია, რომ პრეპარატი თავიდანვე უფასოდ მიეწოდებოდათ ორსულ და სოციალურად დაუცველ პირებს.

 

მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ გარკვეული პერიოდის - პიკის განმავლობაში, „ტამიფლუ“ უფასო იყოს ყველასთვის, ვისაც ექიმის დანიშნულება ექნება.

 

მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ავადობის შემცირებას.

ჯანდაცვის სამინისტრომ გააფართოვა იმ პირების ჩამონათვალი, ვინც ანტივირუსულ პრეპარატს „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებს. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტ „ტამიფლუს“ მარაგები აქვს და აღნიშნული პრეპარატის საკმაო რაოდენობას სააფთიაქო ქსელებს გადასცემენ.

 

„ჩვენ პერიოდულად ვუსვამთ ხაზს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ექიმთან დროული მისვლა და საჭიროების შემთხვევაში, ანტივირუსული მკურნალობის დროული დაწყება. ამჯერად, ანტივირუსული პრეპარატის მარაგები ქვეყანაში საკმარისია, თუმცა, სამი ძირითადი არეალიდან (როგორიცაა:სტაციონარები, სააფთიაქო ქსელი და ჯანდაცვის სამინისტროს მარაგები), ბოლო ორი დღის განმავლობაში ერთ-ერთში - სააფთიაქო ქსელებში დეფიციტი შეიქმნა. 10 იანვარს შევსება შემოვა, თუკი ჯანდაცვის სამინისტრო ამ მედიკამენტს თავისი მარაგებიდან მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოდ გასცემდა მხოლოდ სოციალურად დაუცველებისთვის და ორსულებისთვის, ამჟამად აფთიაქებში შექმნილი დეფიციტიდან გამომდინარე, ჩვენ გავაფართოვეთ ეს ჩამონათვალი და ამით ისარგებლებენ არამარტო ორსულები და სოციალურად დაუცველები, არამედ ბავშვები, ასაკით პენსიონერები, ის ადამიანები, ვისაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის რაიმე დაავადება აქვთ, დიაბეტის მქონეები, ონკოლოგიური პაციენტები და სასუნთქი სისტემით დაავადებულები. ასეთ შემთხვევაში მათ შეუძლიათ მიმართონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილებებს მთელი საქართველოს მასშტაბით და ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან გავცემთ ამ მედიკამენტებს. ასევე, დღეს საღამოს უკვე დასრულდება სააფთიაქო ქსელებთან შეთანხმება და ამ ქსელებსაც გადავცემთ სამინისტროს მარაგებიდან ამ მედიკამენტის საკმაო რაოდენობას, რათა დეფიციტი არ შეიქმნას“, - განაცხადა სერგეენკომ.

 

მისივე თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ თუ რომელ აფთიაქშია აღნიშნული პრეპარატი მოქალაქეებს შეუძლიათ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის - 15 05 მეშვეობით მიიღონ.

 

„ამ მედიკამენტის მარაგი ქვეყანაში საკმარისია, კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი ექიმთან დროულად მიმართვის საჭიროებას და შესაბამისი მკურნალობის დაწყებას“, - განაცხადა სერგეენკომ.

შაბათ-კვირას მთელი ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებები წითელას უფასო ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოქალაქეების მომსახურებას უზრუნველყოფენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

 

როგორც „გლობალპრესს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, დავით სერგეენკო წითელას შემთხვევების გაზრდასთან დაკავშირებით პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლებს შეხვდა და წითელას წინააღმდეგ ბრძოლის კომპლექსურ ღონისძიებებთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე მიღებული განკარგულება პირადად გააცნო. განკარგულების მიხედვით, სახელმწიფო თავის თავზე იღებს ყველა პირის დაფინანსებას წითელას ვაქციანაციასთან დაკავშირებით. ახალი პროტოკოლის მიხედვით ვაქცინაცია ყველა ჯგუფისთვის უფასო იქნება.

 

დავით სერგეენკომ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს მოუწოდა, არ შეუქმნან ბარიერები მოსახლოებას უფასო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს რისკ-ჯგუფში შემავალ პირთათვის აცრების ჩატარება.

 

„წითელას აცრებთან დაკავშირებით შაბათ-კვირას როგორც დედაქალაქში, ასევე რაიონებში იმუშავებენ სამედიცინო დაწესებულებები. მისამართების გაგება მოქალაქეებს შეუძლიათ, როგორც ცხელი ხაზის საშუალებით, ასევე იმ ინფორმაციით, რომელსაც მივაწვდით, სადაც შეეძლებათ მივიდნენ და ჩაიტარონ აცრა. აცრების ჩატარება მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელმაც რაიმე მიზეზის გამო თავის დროზე ვერ ჩაიტარა ვაქცინაცია. ეს არის ეფექტური, მძლავრი ნაბიჯი იმისათვის, რომ წითელას ეპიდაფეთქება, რომელიც ახლა გვაქვს, შევაჩეროთ დროულად დანაკარგების გარეშე“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ხვალ ქვეყანაში "ტამიფლუს" საკმაოდ დიდი პარტია შემოდის, როგორც კერძო სექტორისთვის, ისე სახელმწიფოსთვის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ანტივირუსულ პრეპარატ "ტამიფლუს" დეფიციტთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.

 

მისი განცხადებით, პრეპარატი, რომელსაც სახელმწიფო უფასოდ არიგებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მეშვეობით დეფიციტში არაა, რაც შეეხება აფთიაქებს, გამყრელიძის ინფორმაციით, იქაც არ უნდა იყოს დეფიციტი.

 

"აფთიაქებშიც, სახელმწიფომ თავისი სტრატეგიული მარაგებიდან გასცა აფთიაქებზე პრეპარატი და იქაც არ უნდა იყოს დეფიციტი. ხვალ ქვეყანაში "ტამიფლუს" საკმაოდ დიდი პარტია შემოდის, როგორც კერძო სექტორისთვის, ისე სახელმწიფოსთვის და ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა დღესდღეობით არ არსებობს", - განაცხადა გამყრელიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეების ნაწილის ინფორმაციით, აფთიაქებში ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს“ და პირბადეებს ვერ ყიდულობენ.

სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ორსულები ხვალიდან, ანტივირუსულ მედიკამენტს, ოსელტამივირს (ტამიფლუ) უფასოდ მიიღებენ, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

 

მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება გრიპოზული ინფექციებისადმი მომატებული რისკის მქონე ჯგუფებისთვის მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მიიღეს.

 

“გრიპით ავადობა გაზრდილია, მაგრამ რეალურად, პანიკის საფუძველი არ არის. ჩვენ არ გვაქვს ეპიდემია, არამედ გვაქვს გაზრდილი ავადობა. თუკი აქამდე ჯანდაცვის სამინისტრო ტამიფლუს ორსულებისთვის გასცემდა, დღეიდან უკვე სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე დაიწყება გაცემა. მარაგები საკმარისია და დღეს უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით გადანაწილდება. სოციალურად დაუცველ მოსახლეობასა და ორსულებს შეუძლიათ, ყველა რაიონში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს მიმართონ, სადაც ამ მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ. ასევე, ტამიფლუს მარაგი აფთიაქებშიც არის, ხოლო პაციენტს თუ მედიკამენტი სტაციონარში დასჭირდა, საყოველთაო დაზღვევის შესაბამისად მიეწოდება. ხაზი მინდა გავუსვა ტამიფლუს დანიშვნის ჩვენებებს: როდესაც გაციების სიმპტომები მკვეთრად სწრაფად იზრდება და ადამიანს რამე სხვა დაავადებაც აქვს (თანდაყოლილი, ქრონიკული თუ სხვა). ასევე, მოხუცები, ორსულები და მელოგინეები რისკჯგუფში შედიან. ტამიფლუ აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს და მნიშვნელოვანია, რომ ის სიმპტომების დაწყებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში დაინიშნოს. მას ასეთ შემთხვევაში აქვს მაქსიმალური ეფექტი”,- აღნიშნა დავით სერგეენკომ.

 

უწყების ინფორმაციით, პრეპარატის უფასოდ მისაღებად საჭიროა ბენეფიციარებმა მიაკითხონ მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს, წარმოადგინონ ექიმის მიერ გაცემული დანიშნულება (ფორმა N100). შედეგად, ინფორმაცია პირის სოციალური სტატუსის შესახებ გადამოწმდება სამინისტროს შესაბამის ბაზაში იდენტიფიცირების საფუძველზე.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გავა ცვლილება, რომლის მიხედვითაც წითელას აცრა ყველასთვის უფასო გახდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

 

მინისტრის თქმით, დღეის მდგომარეობით, გარკვეული ადამიანებისთვის წითელას ვაქცინაციაზე არის თანაგადახდა, თუმცა დღეს საღამოდან ის ხელმისაწვდომი გახდება ყველასთვის.

 

„გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში და გარკვეულ გეოგრაფიულ ლოკაციებზე შეიძლება საჭირო იყოს ამ წუთის მდგომარეობით გარკვეული თანაგადახდა მოსახლეობის მხრიდან, თუმცა დღეს მთავრობის სხდომაზე გაგვაქვს ეს საკითხი, შევიტანთ ცვლილებებს, რომლის საშუალებითაც აბსოლუტურად მიწვდომადს გავხდით უკვე დღეს საღამოდან ყველასთვის წითელას აცრას“, - განაცხადა სერგეენკომ.

 

დავით სერგეენკო მოსახლეობას მოუწოდებს, რომ თუკი მათ არ ახსოვთ აქვთ თუ არა გაკეთებული წითელას აცრა, ჩაიტარონ ვაქცინაცია კვლავ, რადგან მეორედ მისი გაკეთება, ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.

 

„თუ ვინმეს, განსაკუთრებით 20-40 წლის ასაკის მოქალაქეს არ აქვს ზუსტი დადასტურება, რომ მან გეგმური ვაქცინაცია ჩაიტარა, აუცილებელია, რომ გაიკეთოს დამატებითი ვაქცინაცია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ახსოვს, რომ თითქოს გაიკეთა, მაგრამ დადასტურებული არ აქვს, მაინც უნდა გაკეთდეს, რადგან თუკი ჰქონდა გაკეთებული და კიდევ გაიკეთა, ეს მის ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის. ბავშვთა ასაკში ვაქცინაცია უნდა მოხდეს კალენდრის მიხედვით, ხოლო 40 წელზე მაღალ ასაკში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ჰქონდა კონტაქტი წითელასთან“,- განაცხადა სერგეენკომ.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » Сентябрь 2019
Пн вт ср чт пт сб вс
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?