არსებობს საფრთხე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონი იქნას გამოყენებული კრიტიკული აზრის ჩასახშობად. ანუ, სარედაქციო პოლიტიკის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მედია პროგრამების მენეჯერმა მამუკა ანდღულაძემ შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, სადაც თემაზე "მედია კანონმდებლობაში არსებული გამოწვევები" დისკუსია მიმდინარეობს.

 

შეხვედრას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორიო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები ესწრებიან. დისკუსიის დროს მედიასფეროში არსებულ აქტუალურ თემებთან ერთად, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, კომუნიკაციის ეროვნული კომისიის მიერ მომზადებულ კანონპროექტზეც იმსჯელებენ.

 

„დიდი ხანია მიმდინარებს ეს პროცესი, იყო არაერთი კომუნიკაცია, დარჩა პრობლემური საკითხი, რომელიც არის თვითრეგულაციასთან მიკუთვნებული საკითხების რეგულაციაში გადატანა. ასევე საუბარი იქნება ყალბი ინფორმაციის, ფეიკ ნიუსებთან ბრძოლის მეთოდებზე. ასევე, არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით.

 

ვინაიდან, ჩვენს რეალობაში გვაქვს ეჭვი, დასაბუთებული ვარაუდები და საშიშროება არსებობს მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღების, შესაბამისად, ამ სისტემის ამ ფორმით მიღება, როგორც არის წარმოდგენილი, მისცემს ხელისუფლებას დამატებით ბერკეტს, რომ სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერიოს",-აცხადებს მამუკა ანდღულაძე.

 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მედია პროგრამების მენეჯერი ფიქრობს, რომ მედიამ და მაუწყებლებმა თავად უნდა აიღონ თვითრეგულაციის გაძლიერების პასუხისმგებლობა.

 

ცბობისთვის, მარეგულირებელი კომისიის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება მაუწყებლების თვითთრეგულირების სფეროში არსებული კომპონენტის რეგულირების სფეროში გადატანას ითვალისწინებს.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.