NDI-ის ხელმძღვანელის საქართველოში, ლორა თორნტონის განცხადებით, პარტიების მხარდაჭერისა და მომავალ არჩევნებში პარტიებისთვის ხმის მიცემის კითხვა კვლევისას განსხვავებული მეთოდით დაისვა.

 

თორნტონის თქმით, ორ მეთოდს შორის კვლევის შედეგების შეფასებისას გამოიკვეთა განსხვავებები.

 

„ჩვენ ამ კვლევაში რესპონდენტები გავყავით 2 წარმომადგენლობით ჯგუფად. ერთ ჯგუფს დავუსვით ძველებურად კითხვა, რათა შედარების საშუალება გვქონოდა, ხოლო მეორე ჯგუფს ახალი მეთოლოგიით, მივეცით პლანშეტი და მათ თავად შემოხაზეს სასურველი პასუხი. ოდნავ შემცირდა ადამიანების ის რაოდენობა, რომლებიც ამბობდნენ რომ „არც ერთი პარტია არ დგას ჩემს შეხედულებებთან ახლოს“ და ეს შემცირება აისახა შედარებით დაბალი მხარდაჭერის პარტიებზე. „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერებს შორის ეს არ ასახაულა პრაქტიკულად, მაგრამ ლეიბორისტული პარტიისა და „ახალი საქართველოს“ შემთხვევაში, მათი მონაცემები საგრძნობლად გიაზარდა ძველ მეთოდთან შედარებით ახალი მეთოდით. არჩევნებში ხმის მიცემის კითხვაზე ზრდა შეინიშნებოდა „ევროპული საქართველოს“ ნაწილში,“ - განაცხადა თორნტონმა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.