ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დირექტორი ინგებორგ გისლადოტირი საქართველოში ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება. ის მხარეებს მოუწოდებს, რომ დიალოგში თავიდან ჩაერთოს.

 

"ვიზიარებ საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას საქართველოში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებმაც ხელი შეუწყო მნიშვნელოვანი დიალოგის ჩაშლას. მოვუწოდებ ყველა მხარეს, თავიდან ჩაერთოს ამ პროცესში",- წერს ODIHR დირექტორი.

 

გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს როგორც ევროპარლამენტარებმა, ასევე ამერიკელმა კონგრესმენებმა. გარდა ამისა, პოლიტიკოსის დაკავებაზე შეშფოთება გამოთქვეს შვედეთის, ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.