Global Press

Russia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.0463
EUR
3.4381
RUR
0.0433
GBP
3.8124

2020 წლის სექტემბერში ამერიკაში წინასაარჩევნო კამპანია პიკს მიაღწევს და ამ რეგიონის შესახებ გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას ბევრი არადამაჯერებლად მიიჩნევს, ისევე როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა, მაშინაც აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობდა. არ მსურს ტერმინ „იდეალური შტორმის“ გამოყენება, მაგრამ არსებობს არაერთი იდეალური პირობა იმისთვის, რათა კრემლმა ჩათვალოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ჩატარებულ იერიშზე დასავლეთი და აშშ სათანადო პასუხს ვერ გასცემენ, - ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა გამოცემა LB.ua-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

„უკრაინის სამხრეთში, განსაკუთრებით ხერსონის ოლქში მიმდინარეობს მასშტაბური საინფორმაციო კამპანია, რომლის დროსაც პრორუსული ძალები ჰუმანიტარულ კრიზისზე საუბრობენ და ადგილობრივ მოსახლეობაში უკრაინის მთავრობისადმი უნდობლობის გაჩენას ცდილობენ. ამ კამპანიის კიდევ ერთი ნაწილია სამხედრო სწავლებები „კავკასია 2020“. ეს სწავლებები რუსეთმა შესაძლოა ყურადღების გადასატანად გამოიყენოს. სწავლებების დროს მათ დაქვემდებარებაში იქნება სამედიცინო ტრანსპორტი, მანევრირების შესაძლებლობები, შეიარაღებული ძალების მართვის ცენტრი. ამასთან ერთად, ევროპასა და აშშ-ს ამ დროს უკრაინისთვის არ ეცლება. 2020 წლის სექტემბერში ამერიკაში წინასაარჩევნო კამპანია პიკს მიაღწევს და ამ რეგიონის შესახებ გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას ბევრი არადამაჯერებლად მიიჩნევს, ისევე როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა, მაშინაც აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობდა. არ მსურს ტერმინ „იდეალური შტორმის“ გამოყენება, მაგრამ არსებობს არაერთი იდეალური პირობა იმისთვის, რათა კრემლმა ჩათვალოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ჩატარებულ იერიშზე დასავლეთი და აშშ სათანადო პასუხს ვერ გასცემენ“, - აცხადებს ამერიკელი გენერალი.

 

მისივე თქმით, უკრაინამ უფრო აქტიურად უნდა იმუშავოს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაზე საქართველოსთან, რუმინეთთან, მოლდოვასა და სხვა მეზობელ ქვეყნებთან.

 

„ბევრს აღარ ახსოვს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% უკვე 12 წელია ოკუპირებულია. დნესტრისპირეთი ამ დრომდე რუსეთის სრული კონტროლის ქვეშაა. რაც არ უნდა მოიმოქმედოს რუსეთმა უკრაინის, მოლდოვისა ან რუმინეთის წინააღმდეგ, ამაში დნესტრისპირეთში განლაგებული სამხედრო ძალები იქნება გამოყენებული“, - აცხადებს ბენ ჰოჯესი.

აშშ-ს გენერალური პროკურორის განცხადებას იმის შესახებ, რომ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებში გარე ძალები არიან ჩართულნი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა.

 

უწყების ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, „ამერიკის გენერალური პროკურორის განცხადება, თითქოს შეერთებულ შტატებში ძალადობას გარე ძალები ახალისებენ, ვაშინგტონის მორიგი მცდელობაა, საკუთარი პრობლემები გარე ფაქტორებით ახსნას.

 

„ასეთი განცხადებებით ისინი პირველ რიგში საკუთარი ხალხის მიმართ გამოხატავენ უპატივცემულობას“, - აღნიშნა მარია ზახაროვამ.

 

როგორც აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, არსებობს მტკიცებულება, რომ გარე ძალები ყველა მხარეს თამაშობენ საპროტესტო აქციებზე ძალადობის წასაქეზებლად.

 

აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში განცხადებას გააკეთებს ჰონგ-კონგში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩინეთთან მიმართებაში შესაძლო ზომების მიღებაზე.

 

„ახლა გარკვეულ ნაბიჯებს ვდგამთ. ვფიქრობ, ძალიან საინტერესოდ შეიძლება მოგეჩვენოთ ეს ზომები. ახლა არ ვისაუბრებ ამ თემაზე. უახლოეს დღეებში განცხადებას გავაკეთებ. საუბარია ძალიან მძლავრ პასუხზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

21 მაისს ჩინეთის ხელისუფლება ინიციატივით გამოვიდა, ჰონგ-კონგში დაწესდეს ეროვნული უსაფრთხოების კანონი, რომელიც აკრძალავს სახელმწიფოს ღალატს, ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრას, ამბოხებისკენ მოწოდებას და უცხო ქვ ეყნების ჩარევას.

 

აქამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ჩინეთის ხელისუფლების ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ჰონგ-კონგის ავტონომიასა და თავისუფლებას შეეხება, აშშ-ს აიძულებს გადახედოს პრინციპს „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“.

ვენესუელა ევროკავშირის ელჩს ქვეყნის დასატოვებლად 72 საათს აძლევს. ამის შესახებ france24 წერს.

 

გამოცემის ცნობით, ამის შესახებ განცხადება ნიკოლას მადურომ მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროკავშირმა ვენესუელას 11 ოფიციალური პირის მიმართ სანქციები დააწესა. როგორც ევროკავშირში განმარტეს, ამ ადამიანებს ვენესუელაში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის შელახვაში მიუძღვით წვლილი.

 

გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ე.წ. შავ სიაში უკვე შეყვანილია ვენესუელას 36 მოქალაქე. მათ ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლა ეკრძალებათ და ევროპაში არსებული ფინანსური აქტივები დაყადაღებული აქვთ.

 

ვენესუელაში პოლიტიკური კრიზისია. 2019 წლის იანვარში ქვეყნის დროებით პრეზიდენტად თავი ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუადიომ გამოაცხადა, რომლის უფლებამოსილებაც 50-მა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომაც აღიარა.

 

ნიკოლას მადურო ჯარის მხარდაჭერით სარგებლობს და ძალაუფლებას ინარჩუნებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ სამიტი შემოდგომამდე გადადო და მასზე ოთხი ქვეყნის - რუსეთის, სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და ინდოეთის მიწვევის სურვილი გამოთქვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

„სამიტი გადაიდო, ვინაიდან მე არ ვგრძნობ, რომ „დიდი შვიდეული“ სწორად აფასებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. სამიტის ეს ფორმატი მოძველდა“, - განაცხადა ტრამპმა.

 

„დიდი შვიდეულის“ წლევანდელი სამიტი ივნისში, აშშ-ში უნდა გამართულიყო. პანდემიის გამო შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფორმატში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა შემდეგ თეთრმა სახლმა ივნისის ბოლოს სამიტის აშშ-ში ჩატარების სურვილი გამოთქვა. აშშ-ის ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ სამიტის ჩატარება პანდემიის შემდეგ ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნების შესანიშნავი მაგალითი იქნებოდა.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხალიფა ჰაფთარს ლიბიაში თურქეთის წარმომადგენლობის დარტყმის ქვეშ დაყენების შემთხვევაში საპასუხო ზომებით ემუქრება. ამის შესახებ Anadolu წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, თუ ჰაფთარის ძალების დარტყმები თურქეთის ინტერესებს დააზიანებს, ანკარა მას კანონიერ სამიზნედ ჩათვლის.

 

„9 მაისს, ჰაფთართან დაკავშირებულმა ელემენტებმა ტრიპოლის ცენტრის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს და ინტენსიური საარტილერიო ცეცხლი აწარმოეს. თავდასხმის შედეგად, რომლის სამიზნე დიპლომატიური მისიები, მათ შორის ტრიპოლიში ჩვენი საელჩო, მიტიგას აეროპორტი და სხვა სამოქალაქო ნაგებობები ინფრასტრუქტურა გახდა, სამოქალაქო პირები დაიღუპნენ და დაშავდნენ. ლიბიაში თურქეთის წარმომადგენლობა და ინტერესები დარტყმის ქვეშ თუ დადგება, ხალიფა ჰაფთარის ფორმირებას კანონიერ სამიზნედ ჩავთვლით“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

ხალიფა ჰაფთარის ძალები დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმას უარყოფენ.

 

9 მაისს განხორციელებული თავდასხმის შედეგად ტრიპოლიში სამოქალაქო პირები დაიღუპნენ. აპრილის ბოლოს ხალიფა ჰაფტარმა განაცხადა, რომ ლიბიის მართვაზე კონტროლს ჯარი აიღებს.

 

2011 წელს მუამარ კადაფის გადაყენების შემდეგ, ლიბიაში ორმმართველობა ჩამოყალიბდა. ტრიპოლი და ქვეყნის დასავლეთ მხარე ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა, რომელსაც მხარს უჭერს გაერო. აღმოსავლეთ ნაწილი და სამხრეთი 2014 წელს არჩეული „ტობრუკეს“ მთავრობის კონტროლის ქვეშაა, რომელიც ხალიფა ჰაფტარის და მისი ჯარის მომხრეა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩეხეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და მოითხოვა, რომ დიპლომატებმა და მათმა ოჯახის წევრებმა ქვეყანა 17 ივნისამდე დატოვონ.

 

რუსულმა მხარემ ასე უპასუხა ჩეხეთის გადაწყვეტილებას რუსი დიპლომატების გაძევებასთან დაკავშირებით. ისინი პერსონა ნონ გრატად სკანდალის ფონზე გამოაცხადეს.

 

როგორც მაშინ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განმარტა, ასეთი გადაწყვეტილება ოფიციალურმა პრაღამ მას შემდეგ მიიღო, რაც საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი ჩეხეთის დაზვერვის სამსახურს დაუკავშირდა და უთხრა, თითქოს სამი ჩეხი პოლიტიკოსის რიცინით მოწამლვა იგეგმებოდა.

 

მანამდე ჩეხური მედია წერდა, თითქოს, რუსეთის საელჩოსთან არსებული „რუსული მეცნიერებისა და კულტურის ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ, ანდრეი კონჩაკოვმა რუსეთიდან პრაღაში ჩაიტანა შხამიანი ნივთიერება რიცინი, რომლითაც პრაღის მერის, ზდენეკ ჰრიბისა და დედაქალაქის მთავრობის კიდევ ორი მაღალჩინოსნის - ონდრეი კოლარისა და პაველ ნოვოტნის მოწამლვა იგეგმებოდა.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა უარი თქვა „დიდი შვიდეულის“ სამიტში მონაწილეობაზე, რომლის გამართვაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში სურს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico ავრცელებს.

 

გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის, შტეფენ ზაიბერტის თქმით, „პანდემიის გამო შექმნილ ვითარებაში“ მერკელი ვერ გაემგზავრება ვაშინგტონში და ვერ მიიღებს მონაწილეობას სამიტში, თუმცა კანცლერი „დააკვირდება პანდემიის გარშემო მოვლენების განვითარებას“.

 

20 მარტს თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯად დირმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტი, რომელიც ვაშინგტონში 10-12 ივნისს უნდა გამართულიყო, დონალდ ტრამპმა კორონავირუსის პანდემიის გამო გააუქმა. მოგვიანებით თეთრმა სახლმა ივნისის ბოლოს სამიტის აშშ-ში ჩატარების სურვილი გამოთქვა. აშშ-ის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სამიტის ჩატარება პანდემიის შემდეგ ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნების შესანიშნავი მაგალითი იქნებოდა.

აშშ-მა დაბლოკა კენჭისყრა გაეროს რეზოლუციაზე, რომელიც კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მიზნით მსოფლიოს მასშტაბით არსებულ კონფლიქტებში ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენლობას რეზოლუციის არსებული მონახაზი არ აკმაყოფილებს. დელეგაციის წევრებმა გაეროს უშიშროების საბჭოს დანარჩენ 14 წევრს განუცხადეს, რომ მიმდინარე პროექტს მხარს ვერ დაუჭერენ. ჟურნალისტებთან საუბარში კი ამერიკელმა დიპლომატებმა დააზუსტეს, რომ ამის მიზეზი ჩინეთთან უთანხმოებაა, რადგან პეკინი გამუდმებით ბლოკავდა კომპრომისული ვარიანტებს, რომლებიც საბჭოს რეზოლუციის მიღების საშუალებას მისცემდა.

საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა, ნიკოს პანაიოტოპულოსმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის ყველა სცენარისთვის, მათ შორის თურქეთთან სამხედრო კონფლიქტისთვისაც, რათა თავისი სუვერენული უფლებები დაიცვას.

 

„ბოლო დროს თურქეთის ქცევა საკმაოდ აგრესიული გახდა. ვფიქრობ, საბერძნეთისთვის ერთადერთი საშუალება, ასეთ აგრესიულ ქცევას გაუმკლავდეს, არის ის, რომ ერთი მხრივ, ჩვენი დიპლომატიური რესურსები გამოვიყენოთ, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველვყოთ შეიარაღებული ძალების შემაკავებელი ძალა“, - განაცხადა საბერძნეთის თავდაცვის მდივანმა ტელეარხ Star-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

დამაზუსტებელ კითხვაზე, მზად არის თუ არა საბერძნეთი თურქეთთან სამხედრო კონფლიქტისთვის, თავდაცვის მინისტრმა დადებითი პასუხი გასცა.

 

„ჩვენ ეს არ გვსურს, თუმცა გვსურს გავაგებინოთ, რომ ყველაფერ შესაძლებელს გავაკეთებთ, რათა ჩვენი სუვერენული უფლებები მაქსიმალურად დავიცვათ. ყველაფერი შესაძლებელი კი სამხედრო ასპექტსაც მოიცავს“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

რამდენიმე დღის წინ თურქეთის სამთავრობო გაზეთში განაცხადები გამოქვეყნდა ბერძნულ კუნძულებთან მახლობლად ნახშირწყალბადების გამოკვლევასა და მოპოვებაზე ლიცენზიის მიღების თაობაზე. 1-ელ ივნისს საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოს დენდიასმა განაცხადა, რომ თურქეთი სხვა ქვეყნის სუვერენული უფლებების მითვისებას ცდილობს და აღნიშნულს პროვოკაცია უწოდა, რადგან საუბარია საბერძნეთის კონტინენტურ შელფზე.

 

3 ივნისს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა ევროკავშირის ხელმძღვანელობას წერილი გაუგზავნა თურქეთის პროვოკაციასთან დაკავშირებით. საბერძნეთის ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ თურქეთის მხრიდან შესაძლო ესკალაციამ არა საბერძნეთისა და თურქეთის, არამედ ევროკავშირისა და თურქეთის ურთიერთობებში კრიზისი შეიძლება გამოიწვიოს.

აშშ-ის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ „დიდი შვიდეულის“ ლიდერების სამიტის აშშ-ში ჩატარება შესაძლებელი იქნება. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კეილი მაკინენმა განაცხადა.

 

„არ ვიცი, იქნება ეს ივნისის ბოლო კვირა თუ არა, მაგრამ სადღაც ივნისის ბოლოს თეთრ სახლში სამიტის ჩატარება ჩვენი მიზანია“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

კეილი მაკინენის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ სამიტის ჩატარება პანდემიის შემდეგ ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნების შესანიშნავი მაგალითი იქნება.

 

„პრეზიდენტს სურს, რომ ეს სამიტი გაიმართოს იმის ფონზე, რომ ამერიკა იხსნება. ჩვენ დავიცავთ მსოფლიო ლიდერებს, რომლებიც აქ ჩამოვლენ. გვსურს, რომ ეს სამიტი შედგეს და ვფიქრობთ, რომ შედგება“, - დასძინა კეილი მაკინენმა.

 

20 მარტს, თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯად დირმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ სამიტი, რომელიც ვაშინგტონში 10-12 ივნისს უნდა გამართულიყო, კორონავირუსის პანდემიის გამო გააუქმა და რომ იგი ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაიმართება.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, აშშ, ჩინეთი და დიდი ბრიტანეთი გაერო-ს გლობალურ სამშვიდობო ინიციატივაზე თანახმა არიან, შეთანხმებას სავარაუდოდ რუსეთიც შეუერთდება.

 

ემანუელ მაკრონმა რადიო „ფრანს ინტერნასიონალის“ ეთერში განაცხადა, რომ ესაუბრა მსოფლიო ლიდერებს და ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთი თანახმა არიან პანდემიის გამო, გლობალური დაზავების ინიციატივას შეუერთდნენ. გაერო-ს მუდმივი წევრების ლიდერების უმრავლესობა თანახმაა, გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის მოწოდებაზე ცეცხლის გლობალური შეწყვეტის თაობაზე. ემანუელ მაკრონის თქმით, ამ მოწოდებას პუტინიც დათანხმდება.

 

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და შესაბამისი განცხადება ახლო მომავალში გაკეთდება. ინფორმაციას „france24“ ავრცელებს.

არქივი

« « » » Июль 2019
Пн вт ср чт пт сб вс
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31

ამინდი

Tbilisi

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?