თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიაში სამხედრო ოპერაციამდე დონალდ ტრამპისგან მიღებული გამაფრთხილებელი წერილი ნაგვის ურნაში მოისროლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

9 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში ტრამპი ერდოღანს მოუწოდებს რომ თავი შეიკავოს სირიაში სამხედრო ოპერაციისგან. "ნუ იქნები ხისტი. ნუ ჩაიდენ სისულელეს", - მიმართავს ტრამპი ერდოღანს:

 

"შენ არ გსურს გახდე პასუხისმგებელი ათასობით ადამიანის სისხლის ღვრაზე და მე არ მსურს გავხდე პასუხისმგებელი თურქული ეკონომიკის განადგურებაზე, და მე ამას გავაკეთებ", - აღნიშნულია ტრამპის წერილში.

 

თურქმა წყაროებმა კი BBC-ს განუცხადეს, რომ ერდოღანმა სრულად უგულებელყო და არ დაეთახნმა წერილის შინაარს.

 

თურქეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი ჩავიდნენ. ისინი ერდოღანს შეხვდებიან.

 

ერდოღანმა მანამდე Sky New-ს განუცხადა, რომ ის აშშ-ის ოფიციალურ დელეგაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდებოდა, თუ პრეზიდენტი ტრამპი ჩავიდოდა თურქეთში, სხვა შემთხვევაში კი დელეგაციის წარმომადგენლებს თურქეთში შესაბამისი რანგის პოლიტიკოსები უმასპინძლებდნენ.

 

„არ ვაპირებ მათთან საუბარს. შეხვდნენ თავისი რანგის მაღალჩინოსნებს. თუ ტრამპი ჩამოვა, მე მას დაველაპარაკები“, - განაცხადა ერდოღანმა.

 

აშშ-ის დელეგაციაში, რომელიც უკვე თურქეთშია, არიან: ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი რობერტ ო'ბრაიენი და სირიის საკითხებში სპეცწარმომადგენელი ჯეიმს ჯეფრი.

 

თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. სამხედრო მოქმედებების მსვლელობისას ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. თურქეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, ოპერაციის დაწყებიდან 653 ქურთი მებრძოლია ნეიტრალიზებული. თავის მხრივ, ქურთების ინფორმაციით, 75 თურქი ჯარისკაცი მოკლულია, კიდევ 19 კი დაიჭრა. გაეროს ინფორმაციით, საკუთარი სახლების დატოვება, სულ ცოტა, 160 000 ადამიანს მოუწია. მომხდარის გამო, თურქეთში შეიარაღების ექსპორტი გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა და დიდმა ბრიტანეთმა შეზღუდეს, ვაშინგტონმა კი ანკარას სანქციები დაუწესა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.