ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება და მადლობას უხდის საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისათვის.

 

„ჩვენ შევქმენით თავისუფალი მსოფლიოს მიერ აღიარებული ალტერნატივა, რათა უზრუნველვყოთ ქვეყნის გარდაქმნა და შევებრძოლოთ პანდემიას ვენესუელაში. მადლობას ვუხდით საქართველოს, ეროვნული საგანგებო მთავრობის შექმნის იდეის მხარდაჭერისათვის. ჩვენ მარტო არ ვართ!“, - აცხადებს გუაიდო.

 

პირველ აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიესალმა ვენესუელის კრიზისიდან გამოსასვლელად აშშ-ის მხარის მიერ შემუშავებულ ახალ ინიციატივას.

 

„საქართველო მიესალმება ვენესუელის დემოკრატიული გარდაქმნისათვის აშშ-ის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას, რომელიც ითვალისწინებს თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. საქართველო თანადგომას უცხადებს ვენესუელელ ხალხს და მტკიცედ უჭერს მხარს მის სწრაფვას დემოკრატიისაკენ", - წერს დავით ზალკალიანი ტვიტერის გვერდზე.

 

ვენესუელაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების არაღიარების კვალდაკვალ, საქართველომ ვენესუელის პარლამენტის თავმჯდომარე და ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ქვეყნის დროებით პრეზიდენტად 2019 წლის 24 იანვარს აღიარა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.