სტამბოლში აია-სოფიას მეჩეთის გახსნის ცერემონია მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს.

 

დილიდან აია-სოფიასთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ღონისძიებას ადგილობრივი და საერთაშორისო მედია აშუქებს. დღეს აია-სოფიას ტაძარში 86 წლის შემდეგ პირველად, ღვთისმსახურებას შეასრულებენ.

 

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ადგილზე 17 ათასი პოლიციელია მობილიზებული. აღსანიშნავია, რომ პარასკევის ლოცვას თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი დაესწრება.

 

ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 10 ივლისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.

 

 

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.