ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, მარგარიტის სხინასი სტამბოლში აია-სოფიას მეჩეთის გახსნას გამოეხმაურა.

 

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის გაბრაზებულია მართლმადიდებლური ტაძრის მეჩეთად გადაქცევის გამო და რომ თურქეთის მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირთან ურთიერთობებისთვის ცუდი ამოსავალი წერტილია.

 

„როგორც ბერძენი, საკმაოდ გაბრაზებული ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ მე არ ვარ ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ ემოციას გრძნობს. თურქეთმა რაღაც მომენტში უნდა გადაწყვიტოს მისი გეოპოლიტიკური პოზიცია. სურს თუ არა მას ევროკავშირთან მუშაობა და ევროპულ ფასეულობებზე დაყრდნობა? თუ ასეა, დღეს რაც მოხდა, ნამდვილად ცუდი ამოსავალი წერტილია“, - განაცხადა მარგარიტის სხინასმა.

 

დღეს სტამბოლში აია-სოფიას მეჩეთის გახსნის ცერემონია გაიმართა. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარასკევის ლოცვის დაწყებამდე აია-სოფიაში ყურანი წაიკითხა.

 

ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 10 ივლისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.