Global Press

Russia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9776
EUR
3.2956
RUR
0.0466
GBP
3.8444

ინდოეთში ტროპიკული ციკლონის "ვაიუს" მოახლოების გამო 300 000-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ციკლონი ინდოეთის ჩრდილოეთ სანაპიროს უახლოვდება და ვარაუდობენ, რომ თავს 24 საათში დაატყდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

 

300 000-მდე ევაკუირებული ადამიანი 700-მდე თავშესაფარში არიან გადანაწილებულები. ტროპიკული ციკლონის ქარის სიჩქარე საათში 120 კილომეტრამდეა თუმცა ვარაუდობენ, რომ სიჩქარე 200 კმ/საათამდე გაიზრდება. ამ მაჩვენებლით კი ინდოეთისთვის აქამდე თავს დამტყდარ ციკლონებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იქნება.

ქუთაისში, მწვანეყვავილას უბანში მეწყერი ჩამოწვა. „რიონჰესის“ დასახლებაში რამდენიმე ხე წაიქცა და საავტომობილო გზა ჩახერგა. ჩამოწოლილმა მეწყერმა ასევე ელექტროენერგიის სადენები და ბუნებრივი აირის მილები დააზიანა.

 

როგორც „გლობალპრესს“ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განუცხადეს, ადგილობრივი ძალებით მალევე მოხერხდა სპეციალური ტექნიკით გზის გახსნა.

 

შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ „სოკარ ჯორჯიას“ ბრიგადები, რომლებიც ბუნებრივი აირის დაზიანებულ მილებს აღადგენენ.

 

ამ წუთებში სპეციალური ტექნიკით ქუჩის გაწმენდა მიმდინარეობს.

საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები დაბა ჩოხატაურში, სამხრეთ-აღმოსავლეთით 17კმ-ში, სოფელ ჩხაკოურაში დაფიქსირდა. მისძვრის სიმძლავრემ 3,5 მაგნიტუდა შეადგინა.

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისძვრა დღეს, 16:35 საათზე დაფიქსირდა.

ხანძარია ამ წუთებში ავლაბარში. ცეცხლი კერძო სახლს გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ცეცხლის ჩაქრობას 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ცდილობს. როგორც ცნობილი გახდა, ცეცხლი თავდაპირველად წლის გამაყბობელს გაუჩნდა. ბავშვმა, რომელიც აღნიშნულ სახლში ცხოვრობდა, ონკანი მოუშვა, სწორედ ამ დროს აალდა გამათბობელი. აღმოჩნდა, რომ გაზის გამათბობელს დამცავი არ ჰქონდა. ოჯახს ბინა ნაქირავები ჰქონდა. სახლი მთლიანად დაიწვა. ცეცხლის ალი მოედო გვერდზე სახლებსაც. ამ ეტაპზე ცეცხლო ლოკალიზებულოა, მიმდინარეობს მისი სალიკვიდაციო სამუშაოები.

ბოლივიის აღმოსავლეთ ნაწილში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო პორტალი Razon ავრცელებს.

 

არსებული ინფორმაციით, მეწყერი ორ ადგილას ჩამოწვა.

 

ბოლივიის პრეზიდენტმა ევო მორალესმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა და განაცხადა, რომ „მთავრობა დაზარალებულებს საჭირო დახმარებას უწევს“.

ძლიერი ქარის გამო ბათუმის სამაშველო სამსახურში ამ დროისთვის 22 გამოძახებაა დაფიქსირებული. როგორც ჟურნალისტებს სამაშველო სამსახურში განუცხადეს, გამოძახებები ძირითადად საცხოვრებელი სახლების სახურავების დაზიანებას და ხეების წაქცევას უკავშირდებოდა.

 

უწყების განმარტებით, ყველა შეტყობინებაზე გასული არიან სამაშველო ბრიგადები და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. რაც შეეხება ჭავჭავაძის ქუჩას, იქ კვლავ რჩებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. ჭავჭავაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის დაზიანებული სახურავი ჩამოვარდა. შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ასევე, დაზიანდა ქუჩაში მყოფი ორი ავტომობილი. შეფერხდა საავტომობილო მოძრაობა.

 

ამ დროისთვის ბათუმში ძლიერი წვიმაა.

თბილისში ძლიერი წვიმა და სეტყვაა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შედარებით ძლიერი სეტყვაა სოფელ დიღომში, ნუცუბიძის პლატოზე და მთაწმინდაზე.

 

დასჭირდათ თუ არა მოქალაქეებს საგანგებო სიტუაციების სამსახურის დახმარება, ამის შესახებ ინფორმაციას „გლობალ პრესს“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ავსტრალიაში, ქუინსლენდის შტატში წყალდიდობის გამო, ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

 

როგორც შტატის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში 18 სამაშველო ოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგად 1 100 ადამიანის ევაკუირება მოხდა.

 

ქუინსლენდის შტატის პრემიერის ანასტასია პალაშუკის განცხადებით, წყალდიდობის შედეგად რამდენიმე ათასი სახლი დაიტბორა.

ბეთანიაში, ორბელიანის ქუჩაზე მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასამ საავტომობილო გზის ნაწილი ჩახერგა.

 

როგორც „გლობალპრესს“ ვაკის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.

 

მათივე ინფორმაციით ადგილზე გეოლოგებთან ერთად უკვე იმყოფებოდნენ ვაკის რაიონისა და თბილისის მერიის თანამშრომლები.

აშშ-ში, ალაბამას შტატში ტორნადოს შედეგად სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას შტატის ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

 

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

 

სპეციალური სამსხურები განაგრძობენ დაღუპულთა ვინაობის დადგენას. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა შორის 8 წლის ბავშვიცაა.

 

ოლქის შერიფის ჯეი ჯონსის განცხადებით, სტიქიურმა უბედურებამ კატასტროფული ნგრევა გამოიწვია.

ევროპაში დიდთოვლობასა და ამინდის გაუარესებას 12 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით ადამიანი კი, ალპებში თოვლში ჩარჩა. ამის შესახებ „ასოშიეითიდ პრესი“ იუწყება.

 

ნორვეგიაში ამ დრომდე ეძებენ ოთხი მოთხილამურის ცხედარს, რომლებიც გასულ კვირას ზვავის ქვეშ მოჰყვნენ. მათი მოძებნა უამინდობის გამო ვერ ხერხდება. ასევე, ზვავის შედეგად გარდაიცვალა რამდენიმე ადამიანი შვეიცარიაში, ავსტრიასა და გერმანიაში. ამ ქვეყნების ხელისუფლებების განცხადებით, გადაუღებელი თოვა ახალი ზვავების ჩამოწოლის რისკს კიდევ უფრო გაზრდის.

 

საბერძნეთში მოსული დიდი თოვლის შედეგად, დახურულია სკოლები. ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცა. ავსტრიაში ასობით ადამიანი ჩახერგილი გზების გამო სახლებს ვერ ტოვებს, ზოგიერთ რეგიონში კი არ აქვთ ელექტროენერგია, რადგან ელექტროსადენები ხეების წაქცევის შედეგად დაზიანდა.

 

სინოპტიკოსები აღმოსავლეთ გერმანიაში თოვლის გაძლიერებას, ჩრდილოეთში კი შტორმულ ამინდს ელოდებიან. ნიდერლანდებში, ამსტერდამის აეროპორტში მგზავრები 160-მდე რეისის დაგვიანების შესახებ გააფრთხილეს.

რეგიონებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, სამინისტროს წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად სტიქიის სამივე რეგიონში - იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში მუშაობენ. მათივე ინფორმაციით, სამივე რეგიონის ყველა შესაბამისი მუნიციპალური სამსახური ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

 

უწყების ცნობით, ფაქტობრივად დასრულებულია ზარალის დადგენის სამუშაოები. რამდენიმე დაზიანებული ობიექტის აღდგენითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს იმერეთსა და სამეგრელოში. პარალელურად ხდება საჭირო მასალის მობილიზება და მიწოდება მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელმაც გამოთქვა სურვილი სტიქიისგან მიყენებული ზიანის აღმოფხვრის სამუშაოები თავად აწარმოოს.

 

ასევე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გაზის მიწოდება სრულად აღდგენილია და გრძელდება სამუშაოები ელექტროენერგიის სრულად აღსადგენად.

არქივი

« « » » Ноябрь 2019
Пн вт ср чт пт сб вс
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?