Global Press

Russia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.8555
EUR
3.221
RUR
0.0456
GBP
3.5862

დაღესტნისა და ჩეჩნეთის მოსახლეობა ერთმანეთს საზღვრის სადავო მონაკვეთის გამო უპირისპირდება. ამის შესახებ BBC-ის რუსული გამოცემა წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება ყიზლარის რაიონში დადგმულმა სასაზღვრო ნიშანმა გამოიწვია, რომელსაც „ჩეჩნეთის რესპუბლიკა, შელკოვის რაიონი“ აწერია.

 

დაღესტნის მოსახლეობამ ნიშანი დაუყოვნებლივ აიღო, რასაც გროზნოში პირველი კომენტარები მოჰყვა. ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა მაგომედ დაუდოვმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთი თავისი მიწის დათმობას არ აპირებს და სასაზღვრო ნიშანი ადგილზე დაბრუნდება.

 

ამის შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღესტნის საზღვართან ჩეჩნეთის ძალოვანი უწყებების ავტომანქანები გამოჩნდნენ. ადგილზეა ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერიც, რომელიც დაღესტნის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა.

ცხინვალის რეგიონში არჩევნების ჩატარება არაკანონიერია და ჩვენ არ ვაღიარებთ მის შედეგებს, - ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ურმას რეინსალუმ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა.

 

„ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ 9 ივნისს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს. არჩევნების ჩატარება არაკანონიერია და ჩვენ არ ვაღიარებთ მის შედეგებს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს განუყოფელი ნაწილია“,- წერს ურმას რეინსალუ „ტვიტერზე“.

 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ე.წ. არჩევნები 77 უბანზე მიმდინარეობს, აქედან ერთი უბანი მოსკოვში, ერთი კი ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ, სოხუმშია გახსნილი.

 

როგორც ადგილობრივი მედია წერს, „საპარლამენტო არჩევნებს“ 50-ზე მეტი ე.წ. საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება.

ჩვენი ძალისხმევა ორიენტირებულია უკეთეს მომავალზე, თუმცა ჩვენი პოტენციალის სრული რეალიზება ვერ მოხდება მანამ, სანამ კონფლიქტები ჩემს ქვეყანაში, კვლავაც აგრძელებს რეგიონალურ უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სერბეთის ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

როგორც „გლობალპრესს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა და დამსწრეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ოკუპირებულ რეგიონეში შექმნილი მდგომარეობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ცხოვრებას კვლავ ანგრევს.

 

„ამ კონფლიქტებს ტრაგიკული, ადამიანთა სახეები აქვს. 2 კვირის წინ, კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი - ირაკლი კვარაცხელია გაუჩინარდა ოკუპირებულ აფხაზეთში. მანამდე, საქართველომ იგლოვა ქართველი ვაჟკაცები -გიგა ოთხოზორია და არჩილ ტატუნაშვილი. მიმდინარე სამხედრო მობილიზაცია, მავთულხლართები და სხვა ხელოვნური ბარიერები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, შეზღუდული მიმოსვლა, უკანონო დაკავებები და გატაცებები, განათლების მშობლიურ ენაზე მიღების აკრძალვა, სხვა ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილი მძიმე ადამიანის უფლებების დარღვევები და ფართოდ ფეხგადგმული დაუსჯელობა ამ ტერიტორიებზე, კვლავ ანგრევს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებას”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

მისივე თქმით, ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენი ქვეყანა შერიგების და დაახლოების პოლიტიკის ერთგულია. ამ კონტექსტში, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის შესახებ ისაუბრა.

 

„ყველა ამ სირთულის მიუხედავად, საქართველო შერიგებისა და დაახლოების პოლიტიკის ერთგულია, კონფლიქტით და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის დიალოგის, ნდობის დამყარებისა და ადამიანური კონტაქტების გზით.

 

ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ვაძლევთ შესაძლებლობას, ისარგებლონ ყველა იმ პრივილეგიითა და სარგებელით, რაც საქართველოს განვითარებასა და ევროინტეგრაციას მოჰყვება. ჩვენი ახალი სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ კიდევ ერთი ძლიერი ძალისხმევაა ამ მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ დადგება დღე, როდესაც აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ურთიერთგაგებას მივაღწევთ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ საქართველო პრაგმატულ და მშვიდობიან პოლიტიკას გააგრძელებს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის მომხსენებლები „სამხრეთ ოსეთში“ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

 

როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ტიტუს კორლატეანისა (რუმინეთი) და კლოდ კერნის (საფრანგეთი) განცხადებაშია აღნიშნული, „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საპარლამენტო არჩევნები არ არის ლეგიტიმური, რაც ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას.

 

"ჩვენ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შესაბამისად, სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გასულ კვირას ჩატარდა, არ არის კანონიერი და ლეგიტიმური, რომელიც ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას და ხალხის გაერთიანების ნაცვლად, მათ მხოლოდ აშორებს ერთმანეთისგან. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დავგმოთ ეს“, - აღნიშნულია ტიტუს კორლატეანისა და კლოდ კერნის განცხადებაში.

 

თანამომხსენებლები 2019 წლის 1-ელ და 2 ივლისს საქართველოს ეწვევიან.

ლიეტუვა არ აღიარებს ცხინვალის რეგიონში „არჩევნებს“ და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

 

“დღეს ცხინვალის რეგიონში, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიას წარმოადგენს ე.წ. არჩევნები იმართება. ლიეტუვა არ აღიარებს „არჩევნებს“ და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“,- წერს ლინკევიჩიუსი.

 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ე.წ. არჩევნები 77 უბანზე მიმდინარეობს, აქედან ერთი უბანი მოსკოვში, ერთი კი ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ, სოხუმშია გახსნილი.

 

როგორც ადგილობრივი მედია წერს, „საპარლამენტო არჩევნებს“ 50-ზე მეტი ე.წ. საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება, გოლანის მაღლობების სტატუსის შესახებ.

 

„სირიის არაბული რესპუბლიკა მტკიცედ გმობს ამერიკის პრეზიდენტის უპასუხისმგებლო განცხადებას ისრაელის მიერ ოკუპირებული სირიის გოლანის მაღლობებზე. ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ს ისრაელისადმი ბრმა ერთგულებას და ისრაელის აგრესიული ქცევის მხარდაჭერას“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დროა აშშ-მა გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიაროს“.

 

„52 წლის შემდეგ დროა, აშშ-მა გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიაროს. გოლანის მაღლობებს სტრატეგიული და უსაფრთხოების მნიშვნელობა აქვთ ისრაელისთვის და რეგიონული სტაბილურობისთვის", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ 2018 წლის ანგარიშში გოლანის სიმაღლეები არ იყო მოხსენიებული, როგორც ისრაელის მიერ ოკუპირებული ტერიტორია. ანგარიშში აღნიშნული ტერიტორია მოხსენიებული იყო, როგორც ისრაელის მიერ კონტროლირებადი. შეგახსენებთ, რომ გოლანის სიმაღლეებს, რომელიც სირიას ეკუთვნოდა, ისრაელი 1967 წლის 6-დღიანი ომის შემდეგ აკონტროლებს.

შეერთებული შტატები არ აღიარებს ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

 

შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება.

 

“შეერთებული შტატები არ აღიარებს ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონში 9 ივნისს გაიმართა და არც მის შედეგებს. ჩვენი პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ცალსახაა - ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ხაზს ვუსვამთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. მათ შორისაა, მისი ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება და ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად გადაადგილების უზრუნველყოფა”,- ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და საკანონმდებლო ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ე.წ. არჩევნები უნდა ჩატარდეს, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის პრესსპიკერმა, მაია კოჟიანჩიჩმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

 

როგორც  ,,გლობალპრესს" ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან აცნობეს, ევროკავშირი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

 

„ევროკავშირი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ 9 ივნისს საქართველოს თვითაღიარებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში ტარდება ე.წ. არჩევნები, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსიტუციურ და საკანონმდებლო ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ეს ე.წ.არჩევნები უნდა ჩატარდეს“, - განაცხადა მაია კოჟიანჩიჩმა.

 

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ე.წ. არჩევნები 77 უბანზე მიმდინარეობს, აქედან ერთი უბანი მოსკოვში, ერთი კი ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ, სოხუმშია გახსნილი.

ხურვალეთის გზაზე პოლიციის საგუშაგოსთან მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“ წევრები და სხვა აქტივისტები ამ დრომდე რჩებიან. საგუშაგოსთან ცოტა ხნის წინ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და პოლიტიკოსებიც გამოჩნდნენ.

 

კერძოდ, საგუშაგოსთან გია ბარამიძე, კობა ხაბაზი, ნიკა მაჭუტაძე, ბადრი ბასიშვილი და სხვები მივიდნენ.

 

რამდენიმე წუთის წინ შეკრებილებსა და სამართალდამცველებს შორის შელაპარაკება მოხდა. აქტივისტების განცხადებით, საგუშაგოს ტერიტორიას მანამდე არ დატოვებენ, ვიდრე სოფელ ხურვალეთში ჩასვლის და საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების ნახვის შესაძლებლობა არ მიეცემათ.

 

ამ დროისთვის საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიაზე სიმშვიდეა.

ჩეხეთი შეშფოთებულია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებული მოვლენების გამო, არ აღიარებს არც 9 ივნისის სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და არც აფხაზეთში 25 აგვისტოსთვის დაგეგმილ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს,- ამის შესახებ ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

 

ჩეხეთის საგარეო უწყება კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

 

„ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებული მოვლენების გამო. საგარეო საქმეთა სამინისტროს სურს ხაზგასმით აღნიშნოს, რომ ის არ აღიარებს არც 2019 წლის 9 ივნისის სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და არც აფხაზეთში 2019 წლის 25 აგვისტოსთვის დაგეგმილ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“,- ნათქვამია განცხადებაში.

 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დღეს ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ე.წ. არჩევნები 77 უბანზე მიმდინარეობს, აქედან ერთი უბანი მოსკოვში, ერთი კი ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ, სოხუმშია გახსნილი.

 

როგორც ადგილობრივი მედია წერს, „საპარლამენტო არჩევნებს“ 50-ზე მეტი ე.წ. საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება.

 

აღსანიშნავია, რომ ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი 11 ივნისამდე დაკეტეს.

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, სოფელ ხურვალეთთან რაიმე ტიპის ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

 

როგორც სოფელ ხურვალეთში ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრევენციის მიზნით ადილზე იმყოფებიან ევროკავშირის წარმომადგენლები. კითხვაზე, უშუალოდ გადმოვიდნენ,თუ არა რუსი ოკუპანტები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ირაკლი ანთაძე პასუხობს, რომ ნებისმიერ ასეთ ქმედებას ჰქვია ინციდენტი და ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

 

“ადგილზე სიმშვიდეა, ინციდენტი არ დაფიქსირებულა ისევე, როგორც არ დაფიქსირებულა ბორდერიზაციის ახალი კერები. ადგილზეა ევროკაშირის სადამკვირებლო მისია.ჩვენ ვიმყოფებით მუდმივი კომუნიკაციის და კონსულტაციის რეჟიმში მომავალში შესაძლო გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით. ვმუშაობთ, რათა ჩაინიშნოს ტექნიკური შეხვედრა, რომელიც მხოლოდ პრევენციულ ხასიათს ატარებს. მოხდება ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. მინდა ყველას მოვუწოდო, თავის შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისა და ქმედებებისგან, რამაც შესაძლოა კიდევ ერთხელ გამოიწვიოს გარკვეული დაძაბულობა და ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს საშიშროება შეუქმნას“, - აცხადებს ანთაძე.

არქივი

« « » » Июль 2019
Пн вт ср чт пт сб вс
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?