Global Press

Russia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.0463
EUR
3.4381
RUR
0.0433
GBP
3.8124

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი კიდევ 42 223 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 1 290 ინფიცირებული. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

 

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრაზილიაში სულ COVID19-ის 1 539 081 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსმა 63 174 ადამიანი იმსხვერპლა. ბრაზილია აშშ-ის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სექტემბერში სწავლის დაწყებისთვის პრობლემის შექმნის საფრთხეს ვერ ხედავს.

 

„პანდემის დაწყებიდან დღემდე, ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ორშაბათს იწყება - ერთიანი ეროვნული გამოცდები. ყველა ზომაა მიღებული და მინიმუმამდეა დაყვანილი ინფექციის გავრცელების რისკი. ასევე, დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, იმის საშიშროება, რომ სწავლა არ დაიწყოს, არ არის.

 

თუ იმ ეპიდსიტუაციას შევინარჩუნებთ, როგორიც დღეს გვაქვს, სწავლის დაწყებას საფრთხე არ შეექმენება.

 

სწავლა დღეს ნაწილობრივ დისტანციურია. თუ სექტემბრიდან ეპიდსიტუაცია ასეთი იქნება, საკითხი განხილული იქნება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე და სწავლის აღდგენას ტრადიციულ სტილში საფრთხე არ დაემუქრება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ამირან გამყრელიძემ.

 

გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით, დროა, ბავშვები ჩვეულ სასწავლო პირობებს დაუბრუნდნენ.

ესპანეთის მთავრობა 4 ივლისიდან ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცებული უსაფრთხო ქვეყნების სიიდან 12 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, საზღვრებს გაუხსნის. ამის შესახებ ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია  ნათქვამი.

 

„ჩინეთის, მაროკოსა და ალჟირის შემთხვევაში საზღვრების გახსნა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიქცევიან ეს ქვეყნები ორმხრივობის პრინციპიდან გამომდინარე და გახსნიან თუ არა თავიანთ საზღვრებს ესპანეთის მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

 

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 4 ივლისის 00:00 საათიდან ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას ავსტრალიის, კანადის, საქართველოს, იაპონიის, მონტენეგროს, ახალი ზელანდიის, რუანდის, სერბეთის, სამხრეთ კორეის, ტაილანდის, ტუნისისა და ურუგვაის მოქალაქეები შეძლებენ.

 

შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე პირველი ივლისიდან შესვლა შეეძლებათ.

 

14 ქვეყანას შორის, რომელთა მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ, საქართველოც არის.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული კარანტინის შემსუბუქების ყველაზე დიდი ეტაპი იწყება, 4 ივლისდან ქვეყანაში პაბები, კაფეები და რესტორნები გაიხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

 

გარდა ამისა, მუშაობას განაახლებენ სილამაზის სალონები, ბიბლიოთეკები, ტაძრები, კინოთეატრები, სასტუმროები, ნებადართული ხდება სტუმრად სიარულიც.

 

პაბებსა და ბარებში შესვლამდე მომხმარებლებს რეგისტრაციის გავლა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითება მოუწევთ იმ შემთხვევისთვის, თუ შემდეგ აღმოჩნდება, რომ პაბის რომელიმე სტუმარს კორონავირუსი დაუდგინდა. სასმელების შეკვეთა მხოლოდ სპეციალური აპლიკაციით იქნება შესაძლებელი, მიმტანები კი შეკვეთას მაგიდაზე მიიტანენ.

ეგვიპტეში დააკავეს ექიმები, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ და ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცენა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

 

მისი ცნობით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ქვეყანაში სულ მცირე 9 ექიმი დააკავეს. ისინი კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით სახელმწიფოს მიერ არჩეულ სტრატეგიას აკრიტიკებდნენ, საუბრობდნენ საავადმყოფოებში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების დეფიციტზე, მასობრივი ტესტირების ჩატარების აუცილებლობასა და კორონავირუსით ექიმების გარდაცვალების შემთხვევებზე.

 

ქვეყნის მთავრობა ასეთ ქმედებებს ყალბი ინფორმაციის გავრცელებად აფასებს. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 71 299 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 3 120 ადამიანი გარდაიცვალა, 19 288 კი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი დაინფიცირდა და ამდენივე გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 943 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 821 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმში 3080 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 242.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ ვეტო დაადო კანონს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის სავალდებულო ტარებას ითვალისწინებდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა G1 ავრცელებს.

 

კანონი ასევე ითვალისწინებდა პირბადის სავალდებულო ტარებას სახელმწიფო უწყებებში და კომერციულ, სამრეწველო და რელიგიურ დაწესებულებებში. კანონის მიხედვით, ამ დაწესებულებებს მომხმარებლებისა და თანამშრომლებისთვის პირბადეები უფასოდ უნდა დაერიგებინათ.

 

ბოლო მონაცემებით, ბრაზილიაში სულ კორონავირუსის 1 539 081 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსმა 63 174 ადამიანი იმსხვერპლა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ არ მოხდეს ვირუსის უკონტროლო გავრცელება, რადგან სწორედ ეპიდვითარების შენარჩუნებაზეა დამოკიდებული ის, თუ რა დროის განმავლობაში იქნება ევროკავშირის ქვეყნების საზღვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ღია.

 

„ევროკავშირმა 15 უსაფრთხო ქვეყნის სია გააკეთა ერთი მნიშვნელოვანი დათქმით, რომ ყოველ ორ კვირაში ეს სია გადაიხედება. როგორ ფიქრობთ, ამ სიის გადახედვის ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი რა იქნება?! - ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ჩვენი ძირითადი ამოცანა უნდა იყოს, რომ ვირუსის უკონტროლო გავრცელება არ დავუშვათ არც ერთ შემთხვევაში“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ სენატში გამართულ მოსმენებზე განაცხადა, რომ ამჟამად ქვეყანაში პანდემია სრულ კონტროლს არ ექვემდებარება.

 

„უამრავ პრობლემას მივიღებთ, თუ ხალხი სოციალური დისტანცირების წესს არ დაიცავს და პირბადეებს არ ატარებს“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 2.5 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 126 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

 

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის თქმით, კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 100 000-მდე შეიძლება გაიზარდოს.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 4 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

 

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 946 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 825 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმში 3310 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 203.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ ქვეყანაში კორონავირუსის შეჭრა სრულად აღკვეთა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ფხენიანის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა მმართველი „მუშათა პარტიის“ პოლიტბიუროს სხდომაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, კარგი ეპიდვითარების მიუხედავად, მოსახლეობა თვითკმაყოფილებას არ უნდა მიეცეს და არ უნდა მოდუნდეს. დღემდე ჩრდილოეთ კორეას კოვიდინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაუდასტურებია.

იაპონიაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყო. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, პრეპარატი სამედიცინო სტარტაპმა AnGes შექმნა. ვაქცინა დნმ-ის ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, რომელმაც ადამიანის იმუნური სისტემის აქტიური პასუხი უნდა გამოიწვიოს. ამასთან, შემქმნელები აქცენტს პრეპარატის მასობრივი წარმოების სიმარტივეზე აკეთებენ.

 

ტესტირება ქალაქ ოსაკის საუნივერსიტეტო კლინიკაში დაიწყო და 2021 წლის 31 ივლისამდე გაგრძელდება.

 

ჯანმოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო 150-მდე ვაქცინაზე მუშაობენ.

არქივი

« « » » Июль 2019
Пн вт ср чт пт сб вс
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31

ამინდი

Tbilisi

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?