საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია „გლობალპრესს“ პროკურატურაში დაუდასტურეს.

 

ქადაგიძის გამოკითხვა, „თიბისი ბანკის“ ირგვლივ დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი პროკურატურაში ხვალ უნდა გამოცხადდეს.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ მიერ 11 წლის წინანდელ ტრანზაქციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომელიც საგამოძიებო უწყების მტკიცებით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ნიშნებს შეიცავდა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.