გიორგი ქადაგიძის თავმჯდომარეობის პერიოდში ზედამხედველობის სამსახურს შემოწმებული აქვს „თიბისი ბანკი“. ამაზე გვექნება მასთან კითხვები, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში, ქადაგიძის დაკითხვის დაწყებამდე განუცხადა.

 

მისი თქმით, დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს და ვერც იმაზე გააკეთებს კომენტარს, თუ რა დამატებითი კითხვები ექნება გამოძიებას გიორგი ქადაგიძესთან.

 

"გიორგი ქადაგიძე 2008 წელს იყო საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს თავმჯდომარე. აღნიშნულ პერიოდში ზემოხსენებულ სამსახურს შემოწმებული აქვს „თიბისი ბანკი“ და შესაბამისად, ჩვენ გვაქვს შეკითხვები შემოწმების პროცესთან დაკავშირებით. კონკრეტულად თუ რა შეკითხვები იქნება, ამას ვერ მოგახსენებთ," - განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი დღეს გამოკითხვაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.