20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ მორის მაჩალიკაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა და მორის მაჩალიკაშვილს სასჯელის სახით 2 წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

 

მორის მაჩალიკაშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალს აღიარებს, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ პარლამენტში შეჭრა არ უნდოდა.

 

„პარლამენტში შეჭრა არ მინდოდა, ამას არ ვაპირებდი. ბიძაჩემს ვიცავდი“, - განაცხადა მორის მაჩალიკაშვილმა.

 

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ მორის მაჩალიკაშვილს ბრალი ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში ედება, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგეობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.