ქართველმა სამართალდამცველებმა ამერიკელ კოლეგებთან ერთად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 40 კგ ჰეროინი ამოიღეს.

 

მისი ღირებულება შავ ბაზარზე ორ მილიონს დოლარს აჭარბებს. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, სადაც სპეცოპერაცია 7 საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

მამუკა ჭელიძის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს სხვა პირების გამოვლენის მიზნით.

 

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის თბილისის ოფისის ატაშეს მოადგილის, მაიკა სუტროვის განცხადებით, დაკავებულია ბულგარეთის ორი მოქალაქე.

 

 

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.