ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 11 წლის ბავშვი კლინიკაში მიყვანამდე დაიღუპა. ინფორმაცია ,,გლობალპრესს" ქუთაისის სასწრაფოს ხელმძღვანელმა მაია რუხაძემ დაუდასტურა.

 

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ველოსიპედით მოსარგებლე ბავშვს დაეჯახა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა და ბავშვი მძიმე მდგომარეობაში ინტერვენციულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მძღოლი პოლიციას თავად ჩაბარდა.

 

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.