"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმრო დატოვეს. როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.

 

გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის საპატიმროსთან ოპოზიციური პარტიების ლიდერები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

 

ცნობისთვის, 2020 წლის 10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.

 

რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, ის 2020 წლის 14 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში გამართლდა, თუმცა, ის ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში დამნაშავედ ცნეს.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.