ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს, მაგრამ დემოკრატიის გარეშე საქართველოს მომავალი ნატოში არ აქვს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ქვეყანაში მთავარი გამოწვევა დემოკრატიის ხარისხია.

 

სალომე სამადაშვილის თქმით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა პირდაპირ მოგვიწოდა ეუთო-ს დასკვნების პრაქტიკაში გადმოტანა, რათა ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები.

 

„დღეს მთავარი გამოწვევა ქვეყნის წინაშე ეს არის დემოკრატია და არჩევნები, შემდეგი ნატო-ს სამიტი, რომელიც ჩატარდება ლონდონში, იქნება სიმბოლური და იქ არანაირი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ მიიღება. ამის შემდეგი სამიტი მას შემდეგ ჩატარდება, რაც საქართველოში გაიმართება საპარლამენტო არჩევნები, სწორედ ამიტომ დღეს მთავარი გზავნილი ნატო-ს გენერალური მდივნისგან იყო, რომ აიღეთ ეუთო-ს დასკვნა და გაატარეთ ყველა ის რეფორმა, რაც აუცილებელია, რომ ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები, რომ ამის გარეშე საქართველოს მომავალი ნატო-ში ვერ იქნება უზრუნველყოფილი", -განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.