“ქართული ოცნების“ დეპუტატის დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, თუ სერგეი გავრილოვს “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი აქვს დარღვეული, მას საზღვარზე გააჩერებენ.

 

თბილისში დაგეგმილ მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომასთან დაკავშირებით ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ტარდება საერთაშორისო ფორუმი და ვინმეს პიროვნულ მოპატიჟებას ადგილი არა აქვს.

 

“სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი ასეთი მსგავსი შეხვედრა ყოფილა, სადაც საქართველოს საკითხების აქტუალიზება და საერთაშორისო ფორმატში საქართველოს მიმართ რუსეთის ქმედებების კრიტიკა ხდება. ამ შემთხვევაში ორგანიზაციის პრეზიდენტი არის რუსეთის წარმომადგენელი. თუ სერგეი გავრილოვს კანონი დარღვეული აქვს, მას საზღვარზე გააჩერებენ და შესაბამისად იმოქმედებენ. ხოლო თუკი კანონი დარღეული არ აქვს, მხოლოდ განცხადებების გამო, საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტს ჩამოსვლას ვერ ავუკრძალავთ. ეს არის მოწვევა არა კონკრეტულად ვინმესი, არამედ დიდი საერთაშორისო ფორუმის მასპინძლობა, რომლის წევრი ბევრი ქვეყანაა. ჩვენ ამ ქვეყნებთან მრავალმხრივი ურთიერთობა და ამ ფორმატში ყველას წინააღმდეგ რუსეთის მარტოდ დატოვება გვჭირდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ცქიტიშვილმა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.